სხვა რა ამცირებს ქალის მკერდის ზომას ? 2013, 4 ივნისი, 20:41 ბევრ მანდილოსანს აინტერესებს -რატომ იცვლება მკერდი ფორმას? რის შედეგად ხდება ეს ყველაფერი?
მკერდის ზომა – ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, შვედ მედიკოსებს თუ დავუჯერებთ, იმ შემთხვევაში, თუკი ქალებს სურთ, რომ მკერდის ბუნებრივი სილამაზე შეინარჩუნონ, აუცილებელია, მათ მხოლოდ ახლად მომზადებული კერძები მიირთვან. როგორც ირკვევა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერიმენტში მოხალისე გოგონები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი მხოლოდ ახლად მომზადებული საკვებით მარაგდებოდა, მეორე ჯგუფს ნაკლებად გაუმართლა, რადგან მათთვის განსაზღვრული იყო საკვები, რომელიც მაცივარში რამდენიმე საათი ინახებოდა. რაც შეეხება მესამე ჯგუფის წევრებს, ამ შემთხვევაში მოხალისეები რამდენიმე დღით ადრე მომზადებულ კერძებს იღებდნენ. ერთი წლის გასვლის შემდეგ ვიზუალურადაც კი შესამჩნევი გახდა, რომ მესამე ჯგუფის გოგონების მკერდი მთელი ერთი ზომით დაპატარავდა.
ასევე თურმე მზაკვარ ყავას, შეუძლია მკერდის ზომა შეამციროს.
ქალბატონებო:
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მიირთვით ჯანმრთელი საკვები, გაუფრთხილდით მკერდის ფორმას და ზომას. ძველი საკვები არა მარტო მკერდს აზიანებს, არამედ მთლიანად ჯანმრთელობას უქმნის პრობლემებს. 89 9-ს მოსწონს
|