x
სად წავიდა საქართველო?!

image გაგიგიათ გენატრებოდეს ქვეყანა სადაც ცხოვრობ?!აი მე მენატრება ჩემი საქართველო.მერე რა რომ აქ ვცხოვრობ, მერე რა, რომ ყოველ დღე მის ქუჩებში დავდივარ.ეს არ არის ჩემი საქართველო, ეს არის ის რაც დარჩა მისგან.საზღვრები არ არის მარტო ქვეყნის დაკარგვა.მე ერი, ადამიანები დავკარგე.ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ სულ სხვაგან მოვხვდი.ეს ის სამშობლო არაა რომელშიც მე უნდა მეცხოვრა.
მენატრება ნამდვილი საქართველო და ნამდვილი ქართველები.მარტო მწვანე ბუნება და ლამაზი მთები არ იყო საქართველო.გაგიგიათ სხვა ქვეყანა სადაც .ძუძუმტება, სწორფერობა, წაწლობა, ძმადნაფიცობა არსებობდეს?კიდევ რამდენი ტკბილი ტრადიცია გვქონდა...ვაჟკაცი რომ ქალს დაიჩემებდა..."თუ ვინ გაღონებს?ხმალზე ავაგებ, ქალო" ".შენ გულისთვის რამდენ რაყიფს დავხოცავდი"
ახლა? სად წავიდა ყველაფერი, სად გაქრა ქართული სული, რატომ დავკარგეთ?განა შეიძლება ყველაგფერი 21_ე საუკუნეს დავაბრალოთ?შენ თუ არ გინდა ვერც დრო და ვერც ადამიანი ვერ დაგაკარგინებს შენს სულსა და ქართველობას.ჩვენ არ ვეცადეთ შეგვენახა ვაჟას სამშობლო.ვაჟასი რატომ?!უბრალოდ მთამ უკეთ იცის სიყვარული, უფრო მეტი სითბო იცის, ამ დროშიც მყავდა დიდი სულისა და წარსულის მოტრფიალე ადამიანი.გოდერძი ჩოხელი.მისი ნაწერები მაბრუნებდა ჩემს სამშობლოში, იქ სადაც არასოდეს მიცხოვრია.

მენატრება მოსიყვარულე ქართველები.ყოველ დილით ერთმანეთის სიხარულით რომ იწყებდნენ ცხოვრებას.გაღიმებული და ბედნიერები რომ დადიოდნენ.ერთმანეთის გატანა იცოდნენ, განა მაშინ არ სტკიოდათ, არ შიოდათ, არ სციოდათ, განა არ უჭირდათ?მაგრამ მაინც უყვარდათ.ერთმანეთის დასამშობლოს სიყვარული აძლებინებდათ.ახლა რა დაგვრჩა? გავდივარ ქუჩაში და მხოლოდ სიძულვილისა და შურის, მტრობის სუნი ტრიალებს ჰაერში.გულდახურულები და სახეშეჭმუხნულები დადიან.აღარ ვიცით თეთრი წვერისა და ჭაღარა თმის პატივისცემა.ძველად უხუცესები განაგებდნენ ქვეყანას, სოფელს, ახლა კი, მოხუცებს მოფერების ნაცვლად უპატივცემულოდ ვექცევით, არ გავახსენდება, რომ მათაც ნაოჭიან და დაამჭკნარ სხეულში პატარა გული და ლამაზი სული აქვთ.ქართველობა მხოლოდ სტატუსად შემოვირჩინეთ.ერთმანეთის გაბედნიერების მაგივრად წყევლაზე ვართ გადასულები.

ვაჟკაცები მომენატრა.სულიც და სხეულიც რომ მშვიდად იყო მათ გვერდით და მხოლოდ გული რომ ფეთქავდა გამალებით მათთან სიახლოვისას, საგულედან ამოვარდნას ლამობდა.. ქალები მომენატა.ნაზი, სიყვარულზე, შვილებზე და ქვეყანაზე შეყვარებული, მანდილის ღირსი ქალები, ისეთ ვაჟკცებს რომ ზრდიდნენ ყველა მათ შეჰხაროდა.

მომენატრე სამშობლოვ ჩემო, ერო ჩემო და არ ვიცი როგორ დაგიბრუნო.სად წავიდა საქართველო?!

ავტორი: ნათია ბერიძე

1
134
3-ს მოსწონს
ავტორი:დათო ქობულაშვილი
დათო ქობულაშვილი
134
  
2013, 5 ივნისი, 10:59
კარგია...
0 1 1