x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ირაკლი ალასანია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება

imageსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება. ნატოს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე მინისტერიალი 4-5 ივნისს იმართება.
მინისტერიალის მთავარი თემებია ავღანეთის საერთაშორისო მისია და კიბერუსაფრთხოება. ოთხშაბათის სესია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით დაიწყება. ნატოს შტაბბინაში შეკრებილი თავდაცვის მინისტრები ქართველ კოლეგასთან ირაკლი ალასანიასთან ერთად, ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმებს განიხილავენ.
მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ISAF-ში მონაწილე ალიანსის არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, სადაც საუბარი შეეხება კოალიციური ძალების მიერ ავღანეთის ეროვნული ძალებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების გადაბარებასა და 2014 წლის შემდეგ წვრთნისა და დახმარების მისიის საკითხებს.

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:www.weeknews.ge
www.weeknews.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0