სხვა ჩინელები 838 მეტრიან შენობას აშენებენ! 2013, 3 ივნისი, 13:40 “SKY CITY” – ასე ერქმევა იმ შენობას, რომლის აშენებასაც ჩინელები 2013 წლის ივნისიდან დაიწყებენ. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი მსოფლიოში ყველაზე დიდ შენობას ააშენებენ რეკორდულ დროში. მისი სიმაღლე 838 მეტრი იქნება და მშენებლობა არც მეტი, არც ნაკლები – 90 დღეში დასრულდება. „სქაი სითის“ ჩინური სამშენებლო გიგანტი „ბროად გრუპი“ აშენებს. მისი მშნებელობა 2013 წლის ივნისიდან დაიწყება. აღნიშულმა სამშენებლო გიგანტმა თავიდან მართლაც განაცხადა, რომ შენობის მშენებლობას სამ თვეში დაასრულებდნენ, თუმცა მოგვიანებით, როგორც ჩანს „დაფიქრდნენ“ და ეს მეტად ამბიციური განაცხადი უფრო გონივრული დაპირებით შეცვალეს. ამჟამად მათი მტკიცებით, შენობის მშენებლობა შვიდ თვეში ნამდვილად დასრულდება. „სქაი სითი“ ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჩანგშაში აშენდება. იგი იქნება მთელი კომპლექსი, როგორც სავაჭრო ეკონომიკური დანიშნულებით, ასევე 31 000 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი სახლებით. კომპლექსში იქნება რესტორნები, ხელოვნური ბაღები, ვერტმფრენის ასაფრენი აეროდრომი და სხვა. „სქაი სითი“ მისი დასრულების შემდეგ (2013 წლის დეკემბერი) ყველაზე მაღალი შენობის ტიტულს დაიკავებს და იგი იქნება ჩინეთის სიდიადის სიმბოლო. იგი თავისი სიმაღლით მსოფლიოში ამჟამად ყველაზე მაღალ შენობას – „ბურჯ დუბაი ხალიფასაც“ გაუსწრებს. შეგახსენებთ ამ უკანასკნელის სიმაღლე 828 მეტრია. მისი დასრულების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების ხუთეული ასეთი იქნება: 1) სქაი სითი – 838 მეტრი 2) ბურჯ ხალიფა – 828 მეტრი 3) ტოკიო სქაითრი – 634 მეტრი 4) შანხაი თაუერი – 632 მეტრი 5) აბრაჯ ალ ბაით თაუერსი – 601 მეტრი 364 4-ს მოსწონს
|