x
image
ნინიკ
როგორ დავიყენოთ იდეალური სხეული ზაფხულისთვის?
image

სპორტი, დიეტა, ანტიცელულიტური მასაჟი და მავნე საჭმელზე უარის თქმა-ეს ალბათ ყველა გოგონას "საშინაო დავალება" უნდა იყოს ზამთრის პერიოდში, თუ უნდა მისი სხეული იდეალურად გამოიყურებოდეს ზაფხულში, საცურაო კოსტიუმში. როგორც ჩანს ვასკვლავები ამას თავს იდეალურად ართმევენ, ამიტომაც შემოგთავაზებთ ცნობილი მოდელის Candice Swanepoel-ის ფიტნეს ინსტრუქტორის Леандро Карвальщ-ის რჩევებს:
image
* ანტიცელულიტური პროცედურები საკუთარ აბაზანაში: დაბანისას გამოიყენეთ უხეში საწმენდი საშუალება (რაც შეიძლება სწრაფად ამოძრავეთ) ხოლო თბილი წყალი შეცვალეთ კონტრასტულით, რომელიც სისხლძარღვებს აძლიერებს (სუსტი სისხლძარღვები, არღვევს სიხლისმიმოქცევას, რომელიც ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს). აბაზანის შემდეგ ყოველ დღე, დილა-საღამოს წაისვით ანტიცელულიტური კრემი.

* ნაკლებად ინერვიულეთ: ქალური ჰორმონები უსინდისო რამეა- საჭიროა ოდნავ მაინც გამოხატო ემოცია და მაშინვე გახსენებენ თავს. ემოციები როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ადრენალინის წარმოქმნას უწყობენ ხელს, რომლის გამო არა მარტო მადა გეზრდებათ, არამედ ცხიმის უჯრედები უფრო აქტიურად საჭიროებენ გლუკოზას, რაც ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს. სტრესი ასევე აშრობს და აფუჭებს კანს.
image


* უფრო მეტი იმოძრავეთ: საერთოდ, უკეთესი იქნება თუ სპორტულ დარბაზებში ივლით, მაგრამ თუ ამის საშუალება ან დრო არ გაქვთ, იმოძრავეთ ბევრი, იარეთ ფეხით ქუჩაში, კიბეებზე, დაუთმეთ რამოდენიმე წუთი საკუთრ კუნთებს და ამოძრავეთ ისინი სახლში მაინც.


* იყიდეთ სწორი კრემები: ქოქოსის კარაქი, ზვერაბოის ნაყენი, ყურძენი და ზღვის წყალმცენარეები - სულ მცირე ერთ-ერთი მათგანი მაინც უნდა შედიოდეს თქვენს კრემში, რომ ხელი შეუწყოს კუნთების გამაგრებას.



* მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული: ეს არ ნიშნავს მთელი დღე მარტო კომბოსტოს ფოთლებს ჭამდეთ, საკმარისია საჭმლის წინ მიიღოთ ახალი ხილის და ბოსტნეულის წვენი.


image

0
283
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0