x
image
ანარქია
Mediator image
ჯანმრთელი ფეხები: როგორ მოვუაროთ ფეხებს?
imageლამაზი ფეხები ერთი ქალის ფასიაო, – უთქვამთ… ამიტომ მათი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ.


ეს ვარჯიშები განკუთვნილია ბარძაყების, დუნდულების და ფეხებისათვის. თუმცა პარალელურად ჩართული იქნება სხვა ჯგუფის კუნთებიც:

ხელები იატაკზე დაალაგეთ, როგორც აზიდვების დროს, ხოლო ფეხები ფიტბოლზე დააწყეთ. სხეული გაჭიმული უნდა იყოს, პრესის და ფეხის კუნთები – დაძაბული.

ჩასუნთქვისას ასწიეთ მარჯვენა ფეხი მაქსიმალურ დონემდე, ისე რომ იგრძნოთ დაძაბულობა დუნდულა კუნთებში. დაუშვით ფეხი და გაიმეორეთ 10-ჯერ. შემდეგ შეცვალეთ ფეხი.

ჩამოჯექით საწოლის კიდეზე, მარჯვენა ფეხისგული მიიტანეთ მარცხენა ფეხისგულთან და 5 წუთის განმავლობაში იზილეთ. შემდეგ იგივე გაიმეორეთ მარცხენა ფეხით. ენერგიის მოზღვავებას აშკარად და თანაც მაშინვე იგრძნობთ.


კარგი იქნება, თუ ყოველ დილით 15 წუთით მაინც გაისეირნებთ სუფთა ჰაერზე. დილით სეირნობა ამაგრებს ვენებს, ფეხის კუნთებს, აძლიერებს ამტანობას.

ქალბატონებო ნუ გავიწყდებათ ლამაზი ფეხები ერთი ქალის ფასია.

2
220
11-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
220
  
2013, 3 ივნისი, 14:07
შარეც წავა :D
2013, 3 ივნისი, 14:05
ლაიქებით მოვუაროთ ფეხებს :D
0 1 2