მსოფლიო სახიფათო ტურიზმი (წესები რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ მოგზაურობისას) 2012, 26 აპრილი, 13:38 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახოლებით სამი ათას ტურისტს ექმნება პრობლემები სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან. * მექსიკასა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის უმეტეს ქვეყნებში პოლიცია პატიმრებს ყველას, ვისაც შემთხვევით ადგილზე მიუსწრებს-იქნება ეს ძარცვა, ქუჩური ცემა-ტყეპა თუ საგზაო ავარია.გამოძიების სტადია, რაც აუციებელია იმისათვის რომ დადგინდეს დამნაშავეები და უბრალო მოწმეები, რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს. ასე რომ თუ რამე ასეთი შემთხვეაში მოხდებით სწრაფად იმოქმედეთ და გაეცალეთ. *მექსიკაში, პერუში, ბოლივიასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში განსაკუთრებით ფაქიზად ექცევიან ადგილობრივ სიძველეებს. არალეგალურად ან ქუჩის საეჭვო გამყიდველებისგან მოერიდეთ რამის შეძენას, რადგან შეიძლება დიდი პრობლემები შეგექმნათ. *ავსტრალია, ბოლივია და აფრიკის ქვეყნების უმეტესობა თავიანთ ცხოველთა სამყაროს ეროვნულ სიმდიდრედ განიხილავენ. ახალი ოთხფეხა მეგობრის შეძენის. ფიტულით საკუთარი ოფისის ან მეუღლის ქურქით მოკაზმვის მცდელობას ხშირად სასამართლო გარჩევა მოსდევს, არა მარტო ქვეყნიდან უკანონო გატანის, არამედ ბრაკონიორობაში თანამონაწილეობის ბრალდებით. აქ კი უკვე ჯარიმით თავს ვერ დაიხსნით. დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები ძალზე სერიოზულად ეკიდებიან გარემოს დაცვის საკითხებს, რის გამოც ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლის დროს შესაძლოა სრულიად გაუთვალისწინებელ სირთულეებს შეეჯახოთ. სპილოს ძვლისგან დამზადებული წვრილმანი ნივთებიც კი შეიძლება ჩამოგართვან და არც თუ ისე მცირე თანხის გადახდა მოგიწიოთ და ვიზის გაუქმებაც. *არაბულ ქვეყნების კანონები საკმაოდ მკაცრია არა მარტო ალკოჰოლურ სასმელებთან, არამედ მედიკამენტებთან დაკავშირებითაც. ნებისმიერი ძლიერმოქმედი საშუალება ნარკოტიკების კატეგორიაში შეიძლება მოხვდეს. საჭირო წამალმა საბაჟოზე პრობლემა რომ არ შეგიქმნათ, გირჩევთ, მისი რეცეპტი შეინახოთ, ჯობია ლათინურ დასახელებით რადგან საფირმო დასახელება რომლებითაც ერთი და იგივე პროდუქცია იყიდება სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგჯერ ძნელად მისახვედრია. 45 შეფასება არ არის
|