x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136060
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
14 მილიონიანი სანომრე ნიშანი

image

ერთი ციფრისგან შემდგარი ავტომობილის სანომრე ნიშანი "1" არაბთა გაერთიანებული საამიროებში 14 000 000 დოლარად გაიყიდა ავტომობილის სანომრე ნიშნების აუქცონზე. ამ მჭერმეტყველი სანომრე ნიშნის ბედნიერი მფლობელი 25 წლის მილიარდერი საიდ აბდულ გაფარ ხოერი გახდა. ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის სანომრე ნიშნის მფობელმა განცხადა, რომ მზად იყო მისთვის 30 მილიონი დოლარი გადაეხადა. საინტერესოა, რომ ამ სანომრე ნიშნის სასტარტო ფასი "სულ რაღაც" 27 ათასი დოლარი იყო. ბატონ ხოერის ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელი მანქანა ივლის ამ სანომრე ნიშნით. აუქციუნის შედეგად შეგროვილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. არაბთა გაერთიანებული საამიროებში ინტერესი ავტომობილის სანომრე ნიშნების მიმართ დიდია, რადგან შეიძლება ავტომობილის სანომრე ნიშნის მუდმივი ხმარებისთვის შეძენა. მომავალ მფლობელებს უფლება აქვს ავტომობილის სანომრე ნიშანი გაყიდოს ან მემკვიდრეობით გადასცეს. არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქის პოლიციამ 2007 წელს ჩატარებულ 12 აუქციონში ექსკლუზიური სანომრე ნიშნების გაყიდვის შედეგად 136 მილიონი დოლარის შემოსავალი ნახა.

8
1966
23-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
1966
  
2013, 5 ოქტომბერი, 9:19
რა მოცლილები არიან :)
2013, 11 ივნისი, 1:21
სტატიები სხვა საიტზეა აქედან დაკოპირებული და ეს სტატიაც დევს ნახე http://kupsika.gogaggg.com/index.php?newsid=14093
2013, 2 ივნისი, 22:32
მაგ ნომერს თბილისში 10.000 ლარად დაითრევ
2013, 2 ივნისი, 21:01
კარგი სტატიაა მომეწონა
2013, 2 ივნისი, 13:24
კარგზე კარგი სტატია.
2013, 2 ივნისი, 13:21
1 ციფრიანი ნომერი რათ უნდა იმხელა სახელი და გვარი აქვს თვითონ :D
0 1 8