x
image
თაზუ
სასიკვდილო განაჩენი ორისთვის ერთის მაგივრად?
image
ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ დაწვეს. ასე დასრულდა ამერიკის ერთ-ერთ შტატში მცხოვრები გოგონას, ქეითის სიცოცხლე. ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი ელოდა, თუმცა მისმა ძებნამ 2 წელიწადს გასტანა.

ქეითის შეყვარებული, მაიკლი ითვლებოდა მთავარ ეჭვმიტანილად, რადგან ბოლოს სწორედ იგი იმყოფებოდა მასთან. მაგრამ დაკითხვაზე საზარელი ისტორიის მოყოლამ ძიებას სულ სხვა მიმართულება მისცა. მაიკლმა განაცხადა, რომ იმ ავბედით დღეს ისინი ერთად იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ წვეულებაზე, კლუბში. შემდეგ დაბრუნდნენ ქეითის სახლში. გზაში მათ აეკიდათ თანაკურსელი, ჯონი, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ქეითის შეყვარებულთან. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ ჯონი შევარდა მათ ოთახში და მოსთხოვა ქეითს ფიზიკური ურთიერთობა. უარის მიღების შემდეგ კი გააუპატიურა. მაიკლს ჰკითხეს, თუ რატომ არ დაეხმარა შეყვარებულს, მან კი განაცხადა, რომ ძალიან შეშინებული იყო და ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, მაშინაც კი, როდესაც ჯონიმ თმის ლაკი გადაასხა ქეითს და ცეცხლი წაუკიდა.

ჯონი მანამდეც იყო ნასამართლევი, თუმცა მხოლოდ ქუჩის გარჩევებში მონაწილეობის მიღების გამო. რაც თავის მხრივ, გამომძიებლებს ეჭვს უჩენდა შესაძლო ბრალეულობის შესახებ. ჯონი დაკითხვაზე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს ფაქტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

მაშინ გამომძიებლებმა მაიკლს უთხრეს, რომ ჰქონდათ იმის დამადასტურებელი მასალა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და აჩვენეს ყალბი ჩანაწერები. მაიკლმა შეცვალა ჩვენება, დაიწყო ტირილი და თქვა, რომ მართალია მან გააუპატიურა და დაწვა ქეითი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ჯონი ოჯახის მოკვლით ემუქრებოდა. მოყვანილ ფაქტს ჯონი კატეგორიულად უარყოფდა.


გამოძიებამ ორ წელიწადს გასტანა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს სასიკვდილო განაჩენი ელოდა.

დამადასტურებელი ფაქტების არ არსებობის გამო (ანაბეჭდები არ იყო დანაშაულის ჩადენის ადგილას) ჯონი უდანაშაულოდ ცნეს, ხოლო მაიკლს სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს.

ქეითის ოჯახმა, კი 200000 აშშ დოლარი მიიღო, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0