შიშველი სხეულით ნახატის შექმნის ტექნიკა ჩვენთვის საინტერესო მაშინ გახდა, როცა პირდაპირ ეთერში მთელი საქართველო ადევნებდა თვალს ტელეპროექტ "ნიჭიერის" კონკურსანტის მცდელობას შიშველი სხეულით დაეხატა. ხატვის ამ უცნაური მეთოდით შესრულებულ ნამუშევარზე კვლავ ალაპარაკდა საზოგადოება, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის ჩამონათვალში წავიკითხეთ, რომ პრეზიდენტმა 6000 ევრო გადაიხადა ამერიკელი მსახიობის (ახლა უკვე მხატვრისაც ) შიშველი სხეულით შესრულებულ ნახატში, სახელად:-" ალმასის მტვრიანი ბიუსტი".
მერიდიტ ოსტრომი ამერიკაში საკმაოდ ცნობილია როგორც მხატვარი.მისი ასეთი ნამუშევრები ათასობით ევრო ღირს და თანდათან კიდევ უფრო იზრდება მათზე მოთხოვნა და ფასიც. სპეციალისტების აზრით ოსტრომის ასეთი წარმატება, მარტო მის მომხიბვლელობას და ხატვის ასეთ ახირებულ ტექნიკას, კი არ უნდა მივაწეროთ, არამედ იმას რომ, მსახიობს აქვს ხატვის თავისებური ხედვა და ალღო. მისი ნამუშევრები სულაც არ არიან "აბსტრაქტული ნათხაპნები".თუმცა შინაარსი აკლიათ, მაგრამ მათი კარგი ვიზუალი აშკარაა.