კრიშტიანუ რონალდუსა და რიჰანას შეხვედრა კონცერტის შემდეგ
2013, 1 ივნისი, 13:36
ვიდრე რუსი მოდელი, ირინა შეიკი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სარეკლამო კომპანიებთან კონტრაქტების დასადებათ მოგზაურობს, მისი საყვარელი მამაკაცი, ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, დროს უქმად არ კარგავს. იგი ლისაბონში(პოტუგალია) დაესწრო რიაჰანას კონცერტს და შეხვდა მას კონცერტის შემდეგ. ამ შეხვედრით ეტყობა, მომღერალიც და ცნობილი ფეხბურთელიც ძალიან კმაყოფილი დარჩა. -"გოგონებო შეგშურდეთ, კრიშტიანუ რონალდუ მოვიდა, პატარა რიჰანასთან საღამოს გასატარებლად!" -დაწერა მომღერალმა ლამაზმანმა საკუთარ ბლოგზე და რონალდუსთან ერთად გადაღებული სურათიც გამოაქვეყნა. თავის ფანებს ფეხბურთელმაც გაუზიარა შთაბეჭდილება და გამოაქვეყნა რიჰანასთან გადაღებული სურათი წარწერით: -"გუშინ, რიჰანას გამოსვლაზე." ფოტო მილიონამდე მომხმარებელმა ნახა უკვე. იმედია ირინა შეიკი სერიოზულად არ აღიქვამს ამ შეხვედრას და არ იეჭვიანებს.