x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135849
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510220
ქართული ბინძური პოლიტიკა

image ვისი უნდა გჯეროდეს?!
დიდხანს ვდუმდი და შორიდან ვაკვირდებოდი მოვლენებს 2012 წლის I ოქტომბრის შემდეგ, დიდი
იმედი მქონდა, რომ ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლებოდა რათქმაუნდა უკეთესობისკენ, მაგრამ როგორც ჩანს
ფესვები იმაზე ღრმად ყოფილა გამდგარი ვიდრე ეგონათ და მოელოდნენ. ხალხი ეხლა გამოჩნდა მანამდე სად იყო?
ეს დიკტატორული ტელევიზიები ხო საერთოდ ნერვებს მიშლიან, ნიჭს და ოსტატობას რა მარტივად ყიდიან ფულზე.
ნეტავ თქვენც ხედავთ ამას?! არასოდეს დამავიწყდება იმ ძაძებ მოსილი ქალის სიტყვები: - "რუსთავი 2"ს ვუყურებდით, აცხადებდნენ რომ ამ სოფლებს ქართველი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ, ჩვენც დარჩენა გადავწყვიტეთ, შემდეგ კი რუსი ჯარისკაცები შემოგვივარდნენ და ჩემი მეუღლე მოკლესო. კიდევ მახსენდება რამდენიმე ფაქტი, რომლის რადიკალურად განსხვავებული ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს ხალხს. გამაღიზიანებელია, როცა სიმართლე იცი და ტყუილს ისმენ წამყვანი ტელეარხებიდან. მოკლედ ამაზე მოვრჩეთ საუბარს, ახლა უფრო მნიშვნელოვანი მადარდებს, საქართველო,
ქართველი ხალხის ბედი, რომელთგანაც ადრე სიკეთეს, სიყვარულს, პატივისცემას, ნდობას და სითბოს ვხედავდი. მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი, რომ საქართველოში ვცხოვრობდი მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ომი და სისხლის ღვრა ვნახეთ, რამდენი ძმა და და გავაცილეთ იმ ქვეყნად, რამდენი მეგობარი, ბიძა და ნათესავი დავიტირეთ. მტკივა და ამ ტკივილმა გაგვაერთიანა, არ გაგვტეხა და "რევოლუციამ" საერთოდ გაგვაერთიანა, მაგრამ ღირდა, რომ ეს რევოლუცია, იმ ბიჭების ფასად, რომლებმაც თავისი ხელით ჩაიცვეს ფორმა და პატრიოტული სულისკვეთებით მტრის ტყვიას გმირულად შეუშვირა მკერდი. აღარ ვიცი ვისი მჯეროდეს, ნდობა დავკარგე ალბათ თქვენც ხო?! ბავშვობიდან ომს გვასწავლიდნენ, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია სულ ბრძოლაა, მაგრამ იმ ომთან ერთად ერთმანეთის სიყვარულსაც გვასწავლიდნენ და არა ერთმანეთის შუღლს. არ მეგონა 2008 წლის შემდეგ ესე თუ გაგვტეხდნენ, მართლაც რომ ეს უდიდესი დარტყმა იყო ჩვენთვის. პუტინმა და სააკაშვილმა ჭადრაკის თამაში რომ დაიწყეს, მიშამ დებიუტშივე შეცდომა დაუშვა, პოზიციის გამოსწორების მიზნით შეწირვა გააკეთა და ეგონა ამით გაიმარჯვებდა, ეს პროვოკაცია ხომ მისი მომზადებული იყო. დაფიქრდით კარგად აბა?! რუს ხალხს პუტინის დიქტატორობა მობეზრდა, ეს ერთგვარი ტაკტიკა იყო, მისი ხელისუფლებიდან მოშორების და 150 მილიონიანი შეწირვით სათავეში მოკავშირის მოყვანა, რათქმაუნდა ამის შემდეგ რაღაც კოჰაბიტაციას მივაღწევდით და ალბათ შემდეგ რუსები იტყოდნენ მოგვებზრდა ჩვენ აფხაზების და ოსების შენახვა და საქართველოს დავუბრუნოთო. ამის შემდეგ ალბათ მიშას ძეგლსაც დაუდგავდნენ, არაა ნამდვილად დაუდგავდნენ. ჰაჰ, სასაცილოა კიდევ ის ფაქტი, რომ ჯერ თვალზე ცრემლი არ შეგვშრობია კარგად და უკვე გეებმა მოინდომეს პარადები და მასკარადები თან საად!!! გეების საწინააღმდეგო კი არ მაქ რამე, თუ უნდათ დაქორწინებულან კიდეც, მაგრამ ეხლა არც ამის დროა და არც ადგილი. საქართველო არის და უნდა იყოს მართადიდებლურ ფასეულობებზე, დაფუძნებული სახელმწიფო, ეს კი გეიაღლუმებს და გარყვნილების სხვა სახით პროპაგანდას გამორიცხავს. შიდა არეულობა ყველაზე მეტად ვისაც აწყობს ისინი მართავენ ზუსტად ამ ცირკს, რათქმაუნდა კომპრომატებით. შიდა არეულობით ვინ სარგებლობს და ვინ ზარალობს?! პირველ რიგში ხალხი ზარალდება.
ბიძოზეც მინდა ვთქვა, ადრე კი მსმენია მასზე რომ ბევრი ფული ქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ უკეთესად 2006 წლის შემდეგ გავიცანი, როდესაც მისი კომპანიის კუთვნილ ლენდ კრუიზერში ჩავჯექი და შემთხვევით თხელი წიგნი გადავფურცლე სადაც მისი მკრთალად გამოსახული ფოტო იყო და ბევრი სიკეთის შესახებ ეწერა, მადლობებს უხდიდნენ მსახიობები, მომღერლები, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სახეები, აგრეთვე უბრალო და გაჭირვებული ხალხი. სამების მშენებლობით მან თავისი სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა კიდეც და არამგონია რომ ამხელა საქმე უბრალოდ პიარი ყოფილიყო და წინასწარ გათვლილი სვლა. შეიძლება ერთ დროს მიშაც, ბიძოც და ვალოდიაც ერთად ჭამდნენ პურს, მაგრამ სადღაც გაიყო მათი გზები. ვიღაცა დაიბოღმა, ვიღაცას რაღაც არ მოეწონა, ვიღაცამ ბევრი ატლიკინა ამას ჩვენ ვერ გავიგებთ და არც იტყვიან ამის შესახებ, მაგრამ მთავარი ჩემთვის მაინც ჩემი სამშობლოს მომავალია. თუმცა რაღაც მომენტში მეც მიჩნდება ბიძოს მიმართ კითხვები, მან ერთხელ თქვა მე რუსეთიდან წამოვედი და ჩემი ბიზნესი საათივით ავამუშავეო, რუსეთში და საერთოდ ყველა კორუმპირებულ ქვეყანაში ბიზნესი საათივით მაშინ მუშაობს, როცა ზევიდან გფარავენ და ისინი თავისას იღებენ, მაგრამ ჩემთვის მთავარია მაინც რა გველის მომავალში, როგორ წარიმართება სიტუაცია?! უფრო სწორედ როგორ წარმართავენ. ერთი ნამდვილად ვიცი, უბრალო ლაპარაკით რუსები არაფერს დათმობენ, ვერც ომით დავიბრუნებთ, იმიტომ რომ ომს გამარჯვება სჭირდება, ომი რომ გაიმარჯვო ამისთვის არმია და იარაღი არის საჭირო, დიდი არმია და კარგი შეირაღება, დიდი არმიისთვის და კარგი ტყვია წამალისთვის დიდი რესურსი და დიდი ფულია საჭირო, მაგრამ ფული არ იქნება როცა იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტს, ბიზნესები მიტაცებულია ფული რამდენიმე ადამიანის ანგარიშზე ირიცხება (ნამდვილად ასეა) და ბევრი ვალი გვადევს. ესე თუ გაგრძელდა საქართველო ისტორიის ნაწილი გახდება. პრობლემების მოგვარება რომ დავიწყოთ პირველი სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ და სიტუაცია დავამშვიდოთ, შიდა პრობლემები მოვაგვაროთ, ხალხმა ავიღოთ ხელში ყველაფერი და ჩვენ ვაკონტროლოთ. ნუ დავუჯერებთ ნურავის არ არის აუცილებელი, უბრალოდ გავერთიანდეთ, ცოტა ხანი დავივიწყოთ მტრობა, ერთმანეთს სიყვარული ვაჩვენოთ, ახლა ხომ ყველას ერთი საერთო გვაქვს, სამშობლოს ვჭირდებით ისე როგორც არასდროს, იმ ვაჯკაცების ხსოვნას ვცეთ პატივი, არ იყოს მათი სისხლი ამაო სამშობლოსათვის, ნუ მივცემთ პირანიებს საშუალებას დაგვკუწონ და გადაგვხვეწონ. ერთი ნამდვილად ვიცი, მიშა თუ დაბრუნდა საქართველო რუკიდან გაქრება, მაგრამ ბიძოს დარჩენით რა შეიცვლება ამას იმედია მალე ვნახავთ. არ გამკვირვებია როცა ღარიბაშვილი შს მინისტრად დანიშნა, ის ერთადერთია ვისაც ენდობა და ამით ეჭვებს უფრო მიმძაფრებს. ნუ გამაკრიტიკებთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია წლების მანძილზე დაგროვილი, მე მხოლოდ სიმართლისკენ ვარ და საქართველოში მშვიდობა მინდა. გავერთიანდეთ ესე თუ ვუშველით ჩვენ სამშობლოს.


ვაი, სირცხვილო,
რას მოვესწარი!
მერჩია, ვიყო
მტრის ხელით მკვდარი,
რომ არ მენახა
ამდენი ფლიდი,
მატყუარა და
მშიშარა, მხდალი...
ფარისევლობა,
ქვეყნის ღალატი
სისხლში აქვთ თითქოს
ყველას გამჯდარი...
გადაგვარების
პირას დგას რწმენა,
კაცის მოდგმა
და ნამუსი ქალის.
- მაღალო ღმერთო,
გემუდარები!
მომეცი ძალა
და ხელში ხმალი,
როგორმე იქნებ
დამეტყო ისევ
საქართველოსთვის
დავითის კვალი!...


მიყვარხართ ქართველებო... Zk.


image

0
231
5-ს მოსწონს
ავტორი:hush.wicked
hush.wicked
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0