x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135849
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510220
«საქართველო ნატოს წევრობას უახლოვდება, ბიძინა ივანიშვილი კრემლის ჩანერგილი არ არის» — ამერიკული გამოცემა Forbes

image«საქართველო ნატოს წევრობას უახლოვდება და ბიძინა ივანიშვილი კრემლის ჩანერგილი არ არის» — ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალი Forbes მარკ ადომანისის სტატიას საქართველოს შესახებ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში გამართულ 2012 წლის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სააკაშვილის მარცხი «რუსეთის გამარჯვება» იყო, თუმცა საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებაა.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რთული საკითხია, მიიღებს თუ არა საქართველო MAP-ს 2014 წელს, თუმცა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება სწორედ დასავლეთისკენ მიისწრაფვის.

ადომანისის თქმით, ივანიშვილი პროდასავლურ მიდრეკილებებს არასდროს მალავდა, მაგრამ რადგან იგი სააკაშვილის მოწინააღმდეგო იყო, ბევრს ეგონა, რომ ეწინააღმდეგებოდა ყველაფერ იმას, რასაც სააკაშვილი უჭერდა მხარს. სინამდვილეში კი, მათ შორის განსხვავება ევროკავშირისა და ნატოს წევრობისა და საქართველოს რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებისადმი მიდგომაში მდგომარეობს.

Forbes-ის სტატიის მიხედვით, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად ემუშვა საქართველოს რუსეთისგან დამოკიდებულების შემცირებასა და მოსკოვის ზეწოლისგან ქვეყნის ეტაპობრივად გათავისუფლებისგან, სააკაშვილმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა «რუსებთან არაფერი გვესაქმება, ჩვენ ახლა დასავლეთის ნაწილი ვართ», საიდანაც ჩანს, თუ რატომ განიცადა მისმა «გეგმამ» კრახი.

განსხვავებით სააკაშვილისგან, ივანიშვილი მშვიდ და წინადახედულ თამაშს თამაშობს და შეგნებულად ცდილობს რუსეთთან დაძაბულობა მინიმუმამდე შეამციროს, თუმცა მარკ ადომანისი აქვე უსვამს ხაზს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სირთულეს რუსეთის წინააღმდეგობის გამო.

წყარო: forbes.com

0
36
2-ს მოსწონს
ავტორი:www.weeknews.ge
www.weeknews.ge
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0