x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135852
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510221
ანსმაბლ ''კავკასიონი''-ს მიერ მოპოვებული გრან-პრი საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალზე.
imageროგორ ჩვენთვის უკვე ცნობილია, ანრი ჯოხაძემ 26 მაისსს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნა, მის მიერ შესრულებული ჰიმნი და მისივე რეჟისორობით გადაღებული კლიპი. ამ კლიპში მონაწილეობას იღებენ პატარა მომღერლები და მედოლეები.

image

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით პატარა მედოლეები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ კლიპში, არიან ანსამბლი ''კავკასიონი''-ს წევრები.


image


image
პატარა მედოლეები არა მარტო საქართველშო არიან ცნობილი მათი ცეცხლოვანი გამოსვლებით, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათ არაერთი წარმატება მოუტანეს საქართველოს და ქართული კულტურა ღირსეულად წარადგინეს არაერთ ქვეყანაში


image
მინდა ავღნიშნო, რომ ახლახანს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი "ტანეც დრუჟბი" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 19 ქვეყნის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს.

image

ფესტივალში საქართველოს სახელით ანსამბლი "კავკასიონი" მონაწილეობდა. ქართველი მოზარდების ვირტუოზულმა შესრულებამ მაყურებელიც აღაფრთოვანა და ჟიურიც -"კავკასიონმა" გრან-პრი აიღო. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ ქართველ მოცეკვავეებს საზეიმო დახვედრა უკვე თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე მოუწყვეს.

image

არამარტო ამით შემოიფარგლება მათი წარმატებები. სწორედ ეს ანსამბლი გახლდათ სერბეთში 2012 წლის ნოემბერში გამართულ კონკურსზე. ეს კონკურსი ჩატარდა იმისთვის რომ ყველა ქვეყანას სათანადოდ წარმოეჩინა თავისი ქვეყნის კულტურა.მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაეწყვიტა ჟიურის, თუ რომელ ქვეყანაში უნდა გამართულიყო 2015 წლის საერთაშორისო ახალგზრდული ოლიმპიადა. ანსამბლმა ''კავკასიონი'' ანგული ქავთარაძის ხელმძღვანელობით უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ 2015 წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს საერთაშორისო ახლაგზრდულ ოლიმპიადას.

მათი შესანიშნავი გამოსვლა დადებითად აისახა ჟიურის წევრებზე. შედეგმაც არ დააყოვნა, როგორც მოგეხსენებათ საქართველო უმასპინძლებს 2015 წლის საერთაშორისო ახალგაზრდულ ოლიმპიადას .

image

image

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა თეკლა
თეკლა თეკლა
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0