სხვა ქალები სამი მკერდით 2012, 26 აპრილი, 1:34
3 მკერდიანი ქალები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ, მაგალითად, ამ სტატიის მთავარ ფოტოზე გამოსახულმა მარიამ წარმატების გასაღებს პორნოინდუსტრიაში დაუწყო ძებნა და, კაცმა რომ თქვას, იპოვა კიდეც: პირველი პორნოფილმის გადაღებისთანავე ვიდეო მისი მონაწილეობით ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. რა ფენომენთან გვაქვს საქმე სამი ძუძუს მქონე ქალების სახით (ვისაც ის ხელოვნურად არა აქვს შეძენილი), ამის კვლევა მედიკოსების საქმე იყო და გამოიკვლიეს კიდეც, მაგრამ ამაზე, როგორმე, სხვა დროს. მანამდე კი ერთს დავამატებთ, რომ სამმკერდიანი ქალები ზოგიერთმა სარეკლამო კომპანიამ შესანიშნავად გამოიყენა. ასე მაგალითად, გასული წლის ბოლოს მოსკოვის ქუჩებში გაჩნდა ბილბორდები, სადაც სამმკერდიანი ქალია გამოსახული (მართალია, ტექნოლოგიების გამოყენებითაა სამუსავებული, მაგრამ მაინც). ბილბორდი რუსეთში გერმანული სუპერმარკეტების ქსელის რეკლამაა და ასეთი ფრაზა ამშვენებს: „ჩვენთან უფრო მეტს ნახავ, ვიდრე ელოდები!..“. ახლა უკვე მამაკაცებმა უნდა ვიმტვრიოთ თავი, ასეთ ქალთან შეხვედრა ბედნიერებაა თუ პირიქით. მით უმეტეს, თუ ჩვეულებრივი მამაკაცი ხარ და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მესამე ხელი არ გაქვს... 3433 4-ს მოსწონს
|