x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137444
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511362
როგორია მამაკაცი- მაჩო და როგორ ”მოვათვინიეროთ”იგი
ქალთა ემანსიპაციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები,
ამჟამად ქალბატონები არ არიან დამოკიდებული თავიანთი ქმრების, საქმროების ან საყვარლების გულმოწყალებაზე.

მათ შეუძლიათ მეტის გამომუშავება, მარტოდ ბავშვის გაზრდა და მალე შთამომავლობასაც მამაკაცების გარეშე ”აწარმოებენ”.

მამაკაცებმა ამის საპასუხოდ შექმნეს ახალი ყაიდის მამაკაცი,

ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით ”მაჩო”.


რა ხილია ეს ”მაჩო?”
image

სახელწოდება mach მოდის ლათინური ამერიკიდან, რაც ნიშნავს ”ძლიერი სქესის წარმომადგენელს”. ის გულისხმობდა მამაკაცის
ყველაზე უარყოფით მხარეებს: უხეშობას და უხამსობას, გაუპარსაობას, პირში სიგარეტს და ოფლის სუნს.

ჩვენთან მაჩოს მიაწერენ სხვა თვისებებს:
-თავდაჯერებულობას;


-ქალურობის, სისუსტის ან ახირებების უქონლობას;


- ძლიერ ნებისყოფას, ხასიათს და გამძლეობას.


მაღალი თვითშეფასება, რომელიც ხშირად გადადის თავხედობაში საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას, მის თვალებში იკითხება:”პატარავ, ბედნიერი უნდა იყო, რომ ასეთი მამაკაცის
ყურადღება დაიმსახურე”.

-დალევის ცოდნა (სურვილი) და სალათაში თავის არ ჩარგვა;

-ავტომობილის შუმახერისმაგვარი მართვა და საკუთარი თავის დაცვა;

-კარგი ფიგურა;


-სტილი-მაჩო შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდეს- ბაიკერი ”ჰარლეი დევიდსონზე” ან ინტელიგენტური კლერკი ”არმანის”კოსტუმში”;

-კაზანოვას უნარ-ჩვევები, როგორც ფლირტის პერიოდში, ასევე შემდგომ საწოლშიც;

ტემპერამენტული, მგზნებარე და ცეცხლოვანი მამაკაცი-ყველა ქალის ოცნება. მაგრამ მას მინუსებიც გააჩნია.

მისი აზრით, კარგი სექსი არ საჭიროებს პრელუდიას, ასევე მას არ აღელვებს პარტნიორის გრძნობები და მოთხოვნები, კონტრაცეფცია, პრეზერვატივი და ა.შ.
მაჩოს არ აინტერესებს ხანგრძლივი ურთიერთობები, არანაირი ვალდებულება, მისთვის პირველ ადგილზე თავისუფლება დგას.

-დახვეწილი ფსიქოლოგიზმი.
ყველა მაჩო დაბადებიდან ფსიქოლოგი, მანიპულატორი, გრძნობებზე მოთამაშეა, ამაშია მაჩოიზმის ყველაზე დიდი საფრთხე.

ქალების თვალში მაჩო მომხიბვლელი რომანტიკოსია, მზად არის გმირული საქციელისთვის ანუ ნამდვილი პრინცია. მაგრამ მაჩო მხოლოდ ბანალური ხვადია, მომხმარებელია, რომლის მთავარი საზრუნავი -საკუთარი თავი და საგანძურია.

ამიტომ თუ შეგხვდათ გმირი-საყვარელი, მგზნებარე მაჩო, დაივიწყეთ რომანტიკა, საჩუქრები, სიყვარულის ახსნა და მსგავსი სენტიმენტალური ანტურაჟი.
image

მაჩოსგან სარგებელის მიღება შეუძლიათ ორი კატეგორიის ქალებს.

პირველი-დიასახლისებს, რომლებიც ჩაფლულები არიან ყოველდღიურ რუტინაში: სადილები, გადასახადები..მათთვის სექსი
მოვალეობის ფორმალურ შესრულებად იქცა. მათთვის მაჩო სინათლის სხივივით არის, მას ახსენდება რომ ქალია, და თავიდან ფეხებამდე ეშვება ვნებებში.

მეორე-საკურორტო რომანი მაჩოსთან. ის ბერძენი ღმერთივით ლამაზი წევს ოქროსფერ ქვიშაზე, წყლიდან აფროდიტესავით ამოდის.. აქ მთავრდება რომანტიკა და იწყება ფიზიოლოგია.

ვითარდება მგზნებარე, ცეცხლოვანი, არავისთვის შეურაცხმყოფელი რომანი-ორივე მხარე კმაყოფილია. კურორტი აუცილებელი არ არის,
მაჩოს პოვნა ყველგან შეიძლება.

”მაჩოს” მოსათვინიერებლად საჭიროა:
-დისტანციის დაკავება: არ დაურეკოთ პირველმა, არ ჩამოეკიდოთ ყელზე, არ დაკითხოთ თემაზე ”სად იყო?”, არ ასწავლოთ რა ჩაიცვას, რა ჭამოს, არ შეზღუდოთ მისი თავისუფლება

-არ შეგიყვარდეთ სკოლის მოწაფესავით გულუბრყვილოდ;

-მის დაკრულზე არ იცეკვოთ. წესები თავად დაადგინეთ;

-სასიყვარულო სარეცელზე მასავით მგზნებარე და ტემპერამენტიანი იყავით;

-ურთიერთობებში იყავით საინტერესო, გამოუცნობი;

-დარჩით დამოუკიდებელი.

ასეთ მამაკაცთან ურთიერთობა საკმაოდ ენერგოტევადი და სანერვიულოა. ამიტომ დაფიქრდით რამდენად გიღირთ?

რომც მოახერხოთ მაჩოს მოთვინიერება, გახსოვდეთ, რომ
ეს დროებითია.

როგორც კი ახალი საკბილო გამოჩნდება, თქვენი ”მხეცი” მაშინვე მის მოსანადირებლად გაიქცევა.





0
505
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0