x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138416
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ მოხვდა ნინი ბადურაშვილის მამა ფსიქიატრიულ კლინიკაში და რას გვიამბობს ის სიძეზე?

imageპოპულარული ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი რამდენიმე თვის წინ გათხოვდა. ალბათ ყველამ იცით, რომ მისი რჩეული რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძეა. მომღერალმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.ნინი უკვე ორსულადაა, პატარა ელენე ივლისის ბოლოს დაიბადება. მისი ოჯახი წლებია ყურადღების ცენტრშია. ნინის მამა ქართველი რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გახლავთ, რომელმაც საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოიარა. პაპამისი ალექსანდრე ბადურაშვილი თურმე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთი შეფიცული გახლდათ. კომუნისტების ინტრიგნების მსხვერპლი გახდა ერეკლეს მამა. რეჟისორი გვიამბობს:"ავღანეთშიც ვიყავი, აქ მაინც სამშობლოს ემსახურები, მაგრამ კომუნისტები რომ ჯანდაბაში გაგაგდებენ იმისთვის, რომ მსხვერპლად შეგწირონ ავღანელებს, ეს ნამდვილად საცოდაობაა. მადლობა ღმერთს, რომ იქიდან ცოცხალი დავბრუნდი. კონტუზია მქონდა და ფსიქიატრიულში მომიწია დაწოლამ. ჩვენს ოჯახს რეპრესიები მოუწყვეს და ამას თითოეული წევრი ვეწირებოდით."image

მამას ნინი განსაკუთრებით უყვარს, ქალიშვილი ჩემთვის ყველაფერიაო. მამა-შვილი წლებია კარგი მეგობრები არიან. ირაკლი შვილის ბედნიერებით ძალიან გახარებულია. "მისი მეუღლე ოჯახის გასაცნობად რომ მოვიდა, ჩემს ახლობლებთან ერთად წყნეთში დავხვდი ბიძაჩემის აგარაკზე. სურათებში კი მყავდა ნანახი, მაგრამ პირველად რომ დავინახე ირაკლი, გადავირიე. ძალიან მაღალია. მეტრი და ოთხმოცდათოთხმეტია. ლამის კარებში ვერ შემოეტია. უზარმაზარი მხრები აქვს. საბჭოთა კავშირში ძალიან ცნობილი წყალბურთელი იყო ჩიქვანაია, მისი შვილიშვილია. ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია. ნინი ძალიან უყვარს. 31 წლის კაცია. დღემდე ცოლი არ ჰყოლია, შეუყვარდა ნინი, ჩამოვიდა თბილისში, არაფრით არ დაანება თავი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს გოგო ცოლად გაჰყოლოდა"-გვიამბობს ერეკლე. imageimage

1
2550
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2550
  
2013, 7 ივნისი, 0:38
საინტერესო სტატიაა.
0 1 1