x
image
ია გელიტაშვილი
მე დავხატე იქ,სადაც არ შეიძლება ხატვა
მოდღაბნილი კედლებისა და ხელების გარდა რა შეგვრჩება ამ ცხოვრებაში?არც არაფერი არც ის ცუდად გასახსენებელი დღეები გაგვახსენდება როცა საღებავში ჩავყობთ ხელებს და მერე ერთიანად ათივე თითს ანუ 2 ხელს მივადებთ ახლად შეღებილ და გარემონტებული სახლის კედლებს.აი ჩვენ თავისუფლები ვართ რადგან გავაკეთეთ ის რისი გაკეთებაც არ შეიძლება.რადგან ჩავიდინეთ ის რისი ჩადენაც არ შეიძლებოდა.რაც აკრძალულია ის ყოველთვის ტკბილია, ყოველთვის ის უფრო გვიზიდავს და თავისკენ მაგნიტივით გვქაჩავს.

ასევე მოგვწონს ფრაზა წესები იმისთვისაა, რომ დაარღვიო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ცოტა თუ აკეთებს ამას და ანხორციელებს ამ წინადადებას საკუთარ ცხოვრებაში.

თუ დაგიჭირეს ან დაგიშალეს რაღაც საქციელისთვის არ გეგონოს განსხვავებული რადგან ციხეები სავსეა ასეთი დანაშაულის ჩადენის გამო დაპატიმრებულებით.ასე რომ შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ანუ ვერ გამოგივიდა და ვერ გაამართლე ეს წინადადება არადა ძალიან გინდა წესების დარღვევა, რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება.

არ ვიცი რა გირჩიო რადგან მეც იგივე მინდა უბრალოდ ჯერ არ მიცდია.


თუმცა მე დავხატე იქ, იქ სადაც არ შეიძლებოდა ხატვა და დავწერე იქ სადაც არ შეიძლებოდა წერა.ახლა კი უბრალოდ ვიხსენებ და ამის გახსენებაზე მეღიმება.

ესაა მემგონი მთავარი.image

0
20
2-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0