ნამცხვრები როგორ გამოვაცხოთ ტორტი ბრაუნი სახლში? 2013, 28 მაისი, 1:56 ინგრედიენტები:
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
110 გრამი კაკალი
80 მლ ცხიმიანი ნაღები
45 გრ კაკაოს ფხვნილი 70 გრ ფქვილი 200 გრ შაქარი 200 გრ ნაღების კარაქი 85 გრ ნაღების ყველი 55 გრ შოკოლადი (კრემისთვის) 85 გრ შავი შოკოლადი (ცომისთვის) 3 ც კვერცხი მომზადების წესი: პირველ რიგში მოვხალოთ კაკალი 180 გრადუს ცელსიუსზე და გავაჩეროთ 8-10 წუთით. გავადნოთ ნაღების კარაქი დავამატოთ 85 გრ შავი შოკოლადი და მხოლოდ გადნობის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან დავამატოთ კაკაო შემდეგ შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით კვერცხები ერთმანეთის მიყოლებით დავამატოთ ვანილით არომატიზებული ნაღების ყველი. ძირითადად გამოიყენება ყველი მასკარპონე დავამატოთ ფქვილი და ცოტაოდენი მარილი და მოხალული კაკალი გადავასხათ ფორმაში და გამოვაცხოთ 30-35 წუთით 165 გრადუსზე მოვამზადოთ შოკოლადის სოუზი. ჯამში დავაქუცმაცოთ შოკოლადი, დავამატოთ ნაღები და დავდგათ ცეცხლზე მივიყვანოთ დუღილამდე და გამუდმებით ვურიოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან გამომცხვარ ბისკვიტს ვაცალოთ 20 წუთი გაციება და დავხვრიტოთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები ნახვრეტებში ჩავასხათ შოკოლადის სოუსი და შევდგათ საყინულეში ვინ დარჩება გულგრილი? 702 1-ს მოსწონს
|