x
image
ია გელიტაშვილი
რატომ უნდა ვთქვათ ძალადობაზე უარი

მე მწამს ღმერთის და არა იმ სასულიერო პირების, რომლებიც კაცთმოყვარეობას და სიყვარულს ქადაგებენ და თავიანთ ქადაგებას თვითონ არ უსმენენ.
არ მესმის იმ ადამიანების ამ საუკუნეში მღვდლობა მხოლოდ გამდიდრების კარგი საშუალება, რომ ჰგონიათ.როცა ჩემს მეზობელს შევეკითხე ლუკა სად აბარებს მეთქი რავიცი შვილო ჩვენ სასულიეროს ვურჩევთ ფერიცვალების დღეს ყველაზე მეტ ხილს მიუტანენ, პატივს სცემენ და კარგა იცხოვრებსო. ღმერთის სიყვარული არც უხსენებია, გული მეტკინა მასთან საუბრის გაგრძელების სურვილიც აღარ მქონდა!
უკვე დიდი ხანია ასეა მღვდელი 17-ში თუ "ტაბურეტკით" გამოგიდგათ მალე ჯიპით და ელექტრო შოკით გამოგეკიდებათ. აგრესია და ძალადობა მათი მხრიდან მოდის უბრალო ადამიანს ჰგონია, რომ თუ ეს ყველაფერი ეკლესიიდან დაშვებული იქნება, ცოდვაში აღარ ჩაეთვლება, დანაშაული მიეტევება და იქ ზემოთ აღარ მოეკითხება.
ხალხს ერთმანეთი შეაზიზღეს და დააპირისპირეს. ძალადობა საქმეს ვერ უშველის და სიტუაციას კიდევ უფრო დიდი დოზით გააუარესებს.
აგრესია რომელიც ჩვენ დავინახეთ საბოლოოდ მოუღებს ბოლოს ჩვენი ერის ერთობას, დაგვიკარგავს ყველანაირ თავისუფლებას, ერობას, ერთობას და იმ მრავალსაუკუნოვან ისტორიას, როდესაც ერის მთლიანობისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. არა თეოკრატიას, ეკლესია არ უნდა მოუწოდებდეს არავის და არაფერს. უბრალოდ უნდა ურჩევდეს და სწორ აზრს აწვდიდეს მრევლს და არ უნდა მიუძღოდეს წინ როცა ერი ილაშქრებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ!

დროა ბნელიდან სინათლეში გადმოვინაცვლოთ და ნათლად შევაფასოთ ჩვენს ქალაქში მომხდარი ამბები, რომელიც დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გასცდა და დემოკრატიას კიდევ უფრო დაგვაშორა. თითოეული გალაშქრება განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და ყველანაირი აგრესია კიდევ უფრო დაგვაშორებს სიტყვის თავისუფლებასთან და დაბრუნდება ის დრო როცა ყველაფერს მუშტი წყვეტდა.
ამით კიდევ უფრო დავშორდებით ევროპას და ჩვენს ქუჩებში ლამპიონები ჩაქრობას დაიწყებს.
კი მართალია, რომ ერთი აქციით სახელმწიფოში არც თეოკრატია დამყარდება და არც კურსს არ შევიცვლით, მაგრამ ეს დამოკიდებულება თუ არ შევცვალეთ საზოგადოებაში, მაშინ ყოველთვის ასე მოექცევიან მათგან განსხვავებულ ადამიანს. ასე მოექცევა ბრბო, რომელიც უმოწყალოდ ჩაქოლავს განსხვავებულ აზრს. განათლება გვაკლია. ფაქტებისა და მოვლენების ზუსტად შეფასება არ შეგვიძლია, ასევე არც სხვისი აზრის პატივისცემა. სიმართლედ მიგვაჩნია მხოლოდ ჩვენი აზრი, არ ვუსმენთ სხვას და თუ მივიღეთ სხვა პოზიცია, ძალადობისკენ გვიწევს გული.
პიროვნება პირველ რიგში ადამიანია და შემდგომ ქალი, კაცი, ბავშვი და სხვა.
ადამიანს ძალით ვერაფერს გააკეთებინებ და ჩემი აზრით ვერც დოჩანაშვილი შეძლებდა ადამიანისთვის ლიტერატურა კარცერ ლექსით შეეყვარებინა.imageimageimage


3
25
3-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
25
  
2013, 30 მაისი, 20:34
17 მაის საქართველოს უჭირდა და მაშინ ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდში დგომა,როდესაც საქართველოს უჩირდა სულიერი მამაები თავ გამოდებით იცავდნენ სამშობლოს და ერს, და სწორე17 მაის ესეთი ვითარება იყო და არავის არ სჭირდება საქართველოში სექსუალური უმცირესობა.
2013, 28 მაისი, 11:54
მე დავწერე და ჩემი აზრი გამოვთქვი იმედია წაიკითხავენ და ცოტათი მაინც გაითვალისწინებენ.
დიდი მადლობაა
2013, 28 მაისი, 9:34
დიდი ეჭვი მაქვს რომ ვისაც ეკუთვნის ამ სტატიის წაკითხვა, სწორედ ისინი არ წაიკითხავენ თავიდან ბოლომდე.
პლიუსი სტატიას.
0 1 3