საქართველო რა ქონება დააგროვა კახა ბენდუქიძემ რუსეთში და რა შეიძინა საქართველოში(+ფოტოები) 2013, 27 მაისი, 12:22 რაკი, ხელისუფლების მტკიცებით, ქვეყნის მთავარი მონაპოვარი უპრეცედენტო ეკონომიური ზრდა, ეკონომიკური გუნდის ქონებრივი მდგომარეობით დავინტერესდით (სხვათა შორის, ამ ინტერესის ერთ-ერთი მიზეზი იმის დადგენაცაა, თუ რა ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწიეს ჩვენებური ეკონომიკის მამებმა კერძო საკუტრების ასპარეზზე).თუმცა ამთავითვე უნდა ვთქვათ, რომ მათ შორის ყველაზე ლაღი მდიდარი მაინც ყოფილი სახელმწიფო მინისტრია კახა ბენდუქიძე:რადგან ბიზნესი რუსეთში წამოჩიტა, ოპონენტები ვერ აყვედრიან, მშობელი ქვეყნის გაჭირვბაზე მოითბო ხელიო.მეორე მხრივ, მის ფონზე ეკონომიკური გუნდის დანარჩენი მინისტრების ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციები, გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ ერთობ მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა მაინც შთამბეჭდავად, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით. 538 15-ს მოსწონს
|