სხვა დისლექსიით დაავადებული ცნობილი ადამიანები 2013, 27 მაისი, 1:22 დილექსია არის ძალიან გავრცელებული დაავადება და განისაზღვრება, როგორც დასწავლის უუნარობა. ამ დაავადებით შეპყრობილ ადამიანებს აქვთ პრობლემები დამარცვლისა და კითხვის დროს. თუმცა ეს დაავადება არ წარმოადგენს ინტელექტის უუნარობას.
1. ალბერტ ეინშტეინი
ეინშტეინი მთელი ცხოვრება ცუდად წერდა და კითხულობდა. ბავშვობაში მისი მასწავლებლები მასზე მხოლოდ ცუდს ლაპარაკობდნენ და თვლიდნენ, რომ იგი ვერ მიაღწევდა წარმატებას. მათ ყველა დახასიათებაში აღნიშნული იყო, რომ იგი ძალიან ნელი იყო და უჭირდა ახალი მასალის ათვისება, ასევე პრობლემები ჰქონდა წერა-კითხვაში. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა მას იმაში, რომ წერილი მიეწერა აშშ-ს პრეზიდენტისთვის, იმის თაობაზე, რომ ნაცისტურ გერმანიას შეეძლო გამოეყენებინა ბირთვული იარაღი ომში.
2. ტომ კრუზი
ტომ კრუზი, ისევე როგორც მისი დედა და სამი და წერდა სარკისებურად. მას ძალიან უჭირდა სკოლაში ანბანის შესწავლა, რაც მტანჯველს ხდიდა მისთვის სწავლის პროცესს. მან გამოიცვალა ათი სკოლა, მაგრამ ამან ვერ გადაჭრა პრობლემა. მიუხედავად ამ დაავადებისა იგი დღესდღეობით წარმატებული მსახიობია. 3.კარლ XVI გუსტავი (შვედეთის მეფე) კარლ XVI გუსტავი კარგი ორატორია. იგი ხალხის წინაშე წარდგომისას ყოველთვის ექსპრომტად ლაპარაკობს, თუმცა ეს თავის წარმოსაჩენად არ სჭირდება. იგი დისლექსიკია და არ შეუძლია კითხვა. 4. კიანუ რიავიზი კიანუ რიავიზს ამ დაავადების გამო პრობლემები ჰქონდა, მას არ შეეძლო კითხვა და ამის გამო ცუდად სწავლობდა. მან ჩააფლავა ყველა გამოცდა. თუმცა მას შემდეგ რაც გაიგო, რომ დისლექსია ჰქონდათ, აგრეთვე, ჩერჩილსა და ეინშტეინს მას იმედი მიეცა. დღესდღეობით იგი წარმატებული მსახიობია. 5. უოლტ დისნეი როგორც ცნობილია, დისლექსიით დაავადებულ ადამიანებს აქვთ პოტენციალი გახდნენ გამოჩენილი მხატვრები. ასე მაგალითად, უოლტ დისნეისთვის უფრო ადვილი იყო დაეხატა მიკი მაუსი, ვიდრე დაეწერა ამ პერსონაჟის სახელი. ასევე წარმოგიდგენთ სხვა ცნობილ დისლექსიკებსაც: 783 1-ს მოსწონს
|