სხვა "მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებული კაბა". 2013, 27 მაისი, 0:45 ქალბატონებისათვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს რაოდენ დახვეწილად და გემოვნებიანად იქნებიან გამოწყობილნი საღამოს კაბებში. ისინი არც ფულს და არც ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ გამორჩეულები და განსაკუთრებულები იყვნენ. წარმოგიდგენთ "მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებულ კაბას":
1. პრინცესა დაიანას კაბა, რომელიც მას 1992 წელს ინდოეთში ვიზიტისას ეცვა. მისი ღირებულება 66 000 ფუნტი სტერლინგია. 2. ქეით მიდლტონის სპილოსძვლის ფერი საქორწინო კაბა, რომლის ღირებულება 400 000 დოლარია და სიგრძე 2, 7 მეტრი. 3. გრეის კელი, როდესაც დაქორწინდა მონაკოს პრინცზე 1956 წელს, იმ დროისთვის ეს საქორწინო კაბა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად აღიარეს. იმ დროინდელი 8 000 დოლარი ამჟამინდელი 65000 დოლარის ექვივალენტს უდრის. 4. მერლინ მონროს კაბა, რომელიც მას 1961 წელს ჯონ კენდის დაბადების დღეზე ეცვა. კაბა 12 000 დოლარი ღირდა, რაც მაშინ კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა. ცოტა ხნის წინ კრისტის აუქციონზე კაბა ბიზნესმენმა პიტერ სიეგალმა შეისყიდა 1, 26 მილიონ დოლარად. 5. კრისტიან დიორის კაბა საშემოდგომო-საზამთრო 2007-2008 წლის კოლექციიდან თავისი მოსასხამით, რომლის ღირებულება 200 000 დოლარია. 6. შარლიზ ტერონის კაბა, რომელიც 2012 წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე ეცვა. კაბის ღირებულება 30 000 დოლარია, თუმცა ვარცხნილობა, სამკაული, ფეხსაცმელი, კლატჩე და მაკიაჟი ჯამში 8, 5 მილიონი დაუჯდა. 7. უმი კაცურას თეთრი საქორწინო კაბა, რომელიც წარმოდგენილი იყო 2007 წლის ტოკიოს მოდის კვირეულზე, ფიგურულ სრიალში ჩემპიონ შიზურა აკავას მიერ. კაბის ღირებულებამ შეადგინა 8, 3 მილიონი. იგი შედგება ათიათასობით მარგალიტისა და 502 თეთრი ბრილიანტისაგან. . 8. დები ვინგამის (ბრიტანელი დიზაინერი) მიერ შექმნილი კაბა შავი ბრილიანტებით, რომელიც მან უკრაინის 2012 წლის მოდის კვირეულზე წარადგინა. კაბის ღირებულება 3, 5 მილიონი დოლარია, იგი 13 კგ-ს იწონის. 9. ნიკი ვანკესტის კაბა (ბელგიელი დიზაინერი) 2005 წელს შექმნა მან 2, 500 ბრილიანტისაგან "კაბა ობობა", რომლის ღირებულება 6, 5 მილიონი დოლარია. . 10. დები ვინგამის 2013 წლის დუბაის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი აბაია, ანუ მუსულმანური სამოსი. კაბა დამზადებულია 2000 უიშვიათესი წითელი ბრილიანტისაგან და მისი ღირებულებაა 17, 6 მილიონი დოლარი. . 352 14-ს მოსწონს
|