x
image
ლია იობიძე
ვარსკვლავური წყვილის პრობლემები არ მთავრდება

imageცნობილი ვარსკვლავური წყვილი, ანჟელინა ჯოლი და ბრეტ პიტი კიდევ ერთხელ გახდა ჟურნალისტების ინტერესის მიზეზი. ამ ბოლო ხანებში მოვლენები მათ გარშემო ელვისებურად ვითარდება. რამოდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ, ანჟელინა აღარ თვლის მეუღლეს მიმზიდველ სექსუალურ პარტნიორად და მასთან ინტიმურ ცხოვრებას "ზედმეტად ერთფეროვნად" მიიჩნევს.ეს ამბავი ბრედმაც მოისმინა, როცა მეუღლე ამ თემას მეგობართან ტელეფონით განიხილავდა . რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციები სულაც არაა უცხო ჰოლივუდური წყვილებისათვის.( და არა მარტო მათთვის). image სულ ცოტა ხნის წინ კი, შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა, იმის შესახებ, რომ ანჟელინამ ორივე მკერდის ამპუტაცია ჩაიტარა და უახლოეს მომავალში საკვერცხეების ამოღებასაც გეგმავს, სიმსივნის პროფილაკტიკისთვის.ოპერაციის შემდეგ ანჟელინამ განაცხადა, რომ ბრედი გვერდით უდგას და ამხნევებს. მაგრამ პიტების ოჯახის პრობლემები ამით არ მთავრდება.მეუღლის ოპერაციის შემდეგ, ბრედ პიტი საკუთარ დაავადებაზე ალაპარაკდა. მილიონობით ქალის გულთამპყრობელს ტვინთან დაკავშირებული პრობლემა აღმოაჩნდა.იგი ზოგჯერ ახლო ნაცნობსაც კი ვერ იმახსოვრებს სახეზე.ეს საკმაო უხერხულობას უქმნის საზოგადოებაში.ამიტომ მსახიობი ბოლო დროს სახლში ჩაიკეტა. ბრედ პიტის დაავადებას პროზოპაგნოზი ჰქვია და ის, როგორც წესი ტვინის დაზიანებას უკავშირდება.იშვიათად თანდაყოლილიც არის. ასეთ შემთხვევაში მედიკოსები ავადმყოფებს ურჩევენ ადამიანები სიარულის მანერითა და ხმის ტემბრით დაიმახსოვრონ. მსახიობი უახლოეს მომავალში გამოკვლევას ჩაიტარებს.image

5
1792
7-ს მოსწონს
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
1792
  
2013, 2 ივნისი, 22:06
მადლობა
2013, 2 ივნისი, 21:46
გასაგები, ისე, არ არის ცუდი
2013, 2 ივნისი, 20:44
მე კი რამდენჯერ გავუკეთე რედაქტირება მაგის გამო.თავიდან მეგონა მე ვწერდი შეცდომით
2013, 2 ივნისი, 20:30
ეს ტელეფონი -ის რეკლამა მაგარია. რას არ მოიგონებთ
0 1 5