ციმბირელმა პენსიონერმა, ოლგა კოსტინამ საინტერესო საშუალება გამონახა მარტოობის დასაძლევად და თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად.სოფელი, სადაც ოლგა ცხოვრობს, ციმბირის უკიდეგანო ტაიგის განაპირას მდებარეობს.ამ მხარეში მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ. კილომეტრზე 3 ადამიანია.
მართლაც, რა გასაკვირია, თუ ეს ენერგიული ქალბატონი თავს მარტოდ გრძნობდა. ოლგა კოსტინამ დაიწყო პლასტმასის ბოთლის თავსახურების შეგროვება, იმ მიზნით, რომ გაელამაზებინა თავისი მოძველებული სახლი.
შესრულებული სამუშაოს ხარისხში თქვენ თავად დარწმუნდებით. ![ბოთლის თავსახურებით გალამაზებული
ცხოვრება image](/uploads/article_images2/small/136949621040943.jpg)
აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ ყველა თავსახური კედლებზე მიმაგრებულია სათითაოდ, ლურსმნის საშუალებით.![ბოთლის თავსახურებით გალამაზებული
ცხოვრება image](/uploads/article_images2/small/136949627840943.jpg)
ოლგა ამბობს, რომ სამუშაოს ბოლომდე დაამთავრებს. მან ჯერჯერობით "მხოლოდ" 30 000-მდე თავსახური გამოიყენა .![ბოთლის თავსახურებით გალამაზებული
ცხოვრება image](/uploads/article_images2/small/136949633740943.jpg)