x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135744
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
"სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson


imageKate hudson-ი დაიბადა 1979 წლის 19 აპრილს ლოსანჯელესში, მომღერალ- ვილ ჰადსონისა და მსახიობ- გოლდი ჰოუნის ოჯახში. ქეითი ერთი წლის იყო მშობლები რომ განქორწინდნენ, გოლდიმ კი ორი წლის შემდეგ მეორედ იქორწინა კურტ რასელზე. კურტმა არაჩვეულებრივი მამობა გაუწია ქეითს და სამი წლის ასაკში პირველად თქვა ქეითმა სიტყვა "მამა" და ის კურტს უწოდა.imageდედა-შვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავიდანვე. გოლდი კეთილად შეხვდა და ხელსაყრელი ასაკიც კი უწოდა, როდესაც 15 წლის ქეითი გამოუტყდა მას თავისი პირველი ინტიმური ურთიერთობის შესახებ.




1997 წელა ქეითმა სკოლა სანტა მონიკაში დაამთავრა და გააგრძელა სამსახიობო კარიერა, თუმცა მისი პირველი დებიუტი 1996 წელს შედგა.

imageძალიან დიდი წარმატებების მომტანი გახდა ქეითისთვის სამსახიობო კარიერა. მალევე ის ერთ-ერთ "ჰელოუინზე" პირველად ხვდება მომავალ მეუღლეს- კრის რობინსონს, რომელიც მასზე 12 წლით უფროსი იყო. მეორედ წყვილი ნიუ-ოირკში ე.წ. "საბავშვო დარბაზში" შემთხვევით ხვდება და სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი მათ ურთიერთობას და ოთხი დღის შემდეგ მათი პირველი პაემანი შედგა. image





ძალიან მალე კი ქეითის ბრილიანტის ბეჭდით დამშვენებულმა თითმა გამოიწვია ჭორები, რომ ისინი დანიშნულები იყვნენ, თუმცა მომავალი ქორწილის გეგმების გაზიარებისაგან მათ თავი შეიკავეს. ჭორები მალე გამართლდა და წყვილმა იქორწინა. ქორწილი 31 დეკემბერს გაიმართა კოლორადოს შტატში, რომელიც 70 კაცით შემოიფარგლა. თაფლობის თვე კი ინგლისში გაატარეს.image

როდესაც პრესამ იკითხა, თუ რამ გადაადგმევინა ნაბიჯი ოჯახის შექმნისკენ, ქეითმა უპასუხა: "არ არსებობს პასუხი, ჩვენ ეს ჩვენი პირველი შეხვედრიდანვე ვიგრძენით"... ჰადსონმა მშვენივრად შეითავსა ოჯახი და კარიერა ერთდროულად.imageმისი ორსულობის ამბავიც ფილმი- "ალექსი და ემა"-ს გადაღებების დროს გამომჟღავნდა. ექვსი თვის ორსულ ქეითს დაეწყო ნოსტალგიები და აივსო სურვილით ორსართულიანი სახლი, ოთხი საძინებლითა და ლამაზი ბაღით, სწორედ ისეთივე შეეძინა, როგორიც დედისეული იყო, სადაც იგი თორმეტი წელიწადი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.imageოჯახური თანაცხოვრება და კარიერა ისევ მდინარის დინების თეორიით მიედინებოდა. უამრავი ფილმის მონაწილე და წარმატებული მსახიობი გახდა ქეითი. მისი ყველაზე წარმატებული ფილმებია: "200 სიგარეტი", "ლურჯი უდაბნო", "მე, ის და მისი მეგობრები", "როგორ მოიშორო მამაკაცი 10 დღეში", "სამოთხის ნამცეცი" და კიდევ უამრავი.imageთავის მიღწევებით კი ჰადსონი მიიჩნიეს წარმატებულ მსახიობად და ოცდაერთ წლიანი სამსახიობო კარიერის შემდეგ იგი ოქროს გლობუსის ნომინაციის მფლობელი ხდება. image


ფილმ "მე, ის და მისი მეგობრები"-ს გადაღების დროს ქეითი უბრალო თანამშრომლობით არ შემოიფარგლა ოუენ უილსონთან, რომელიც ასევე ამ ფილმში იღებდა მონაწილეობას და მათი ურთიერთობა რომანში გადაიზარდა. ამიტომ მოუხდა ჰადსონს რობინსონთან განქორწინება.imageთუმცა მათი ურთიერთობა არ გაგრძელებულა დიდხანს.

ქეითი კვლავ პოულობს სიყვარულს როკერ მეთიუსთან და არც თუ ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ისინი 2011 წლის 27 აპრილს დაქორწინდნენ. image
მალე შეეძინათ შვილიც, მას შემდეგ რაც ქეითის რიგით პირველი შვილი-რაიდერი, რომელიც მეუღლე რობინსონისგან ჰყავდა უკვე 7 წლის ასაკში იყო.


უნიჭიერესი და უმშვენიერესი მსახიობი Kate Hudson- აქტუალურად რჩება კარიერის საკითხებში და გარდა ამისა იგი საკმაოდ პოპულარულ ჟურნალთა გარე ყდებსას ამშვენებს.

imageimageimageimageimageimage











4
24
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
24
  
2013, 25 მაისი, 12:43
გვარის მითითება დამვიწყებია :):)
2013, 25 მაისი, 12:14
Muse მაგარი ხარ მეთიუ!! :)
2013, 25 მაისი, 11:58
მეც, ჩემო კარგო ;)
2013, 25 მაისი, 11:30
ძალიან მომწონს ქეითი :)
0 1 4