Kate hudson-ი დაიბადა 1979 წლის 19 აპრილს ლოსანჯელესში, მომღერალ-
ვილ ჰადსონისა და მსახიობ-
გოლდი ჰოუნის ოჯახში. ქეითი ერთი წლის იყო მშობლები რომ განქორწინდნენ, გოლდიმ კი ორი წლის შემდეგ მეორედ იქორწინა
კურტ რასელზე. კურტმა არაჩვეულებრივი მამობა გაუწია ქეითს და სამი წლის ასაკში პირველად თქვა ქეითმა სიტყვა "მამა" და ის კურტს უწოდა.
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946384836558.jpg)
დედა-შვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავიდანვე. გოლდი კეთილად შეხვდა და ხელსაყრელი ასაკიც კი უწოდა, როდესაც 15 წლის ქეითი გამოუტყდა მას თავისი პირველი ინტიმური ურთიერთობის შესახებ.
1997 წელა ქეითმა სკოლა სანტა მონიკაში დაამთავრა და გააგრძელა სამსახიობო კარიერა, თუმცა მისი პირველი დებიუტი 1996 წელს შედგა.
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946369636558.jpg)
ძალიან დიდი წარმატებების მომტანი გახდა ქეითისთვის სამსახიობო კარიერა. მალევე ის ერთ-ერთ "ჰელოუინზე" პირველად ხვდება მომავალ მეუღლეს-
კრის რობინსონს, რომელიც მასზე 12 წლით უფროსი იყო. მეორედ წყვილი ნიუ-ოირკში ე.წ. "საბავშვო დარბაზში" შემთხვევით ხვდება და სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი მათ ურთიერთობას და ოთხი დღის შემდეგ მათი პირველი პაემანი შედგა.
ძალიან მალე კი ქეითის ბრილიანტის ბეჭდით დამშვენებულმა თითმა გამოიწვია ჭორები, რომ ისინი დანიშნულები იყვნენ, თუმცა მომავალი ქორწილის გეგმების გაზიარებისაგან მათ თავი შეიკავეს. ჭორები მალე გამართლდა და წყვილმა იქორწინა. ქორწილი 31 დეკემბერს გაიმართა კოლორადოს შტატში, რომელიც 70 კაცით შემოიფარგლა. თაფლობის თვე კი ინგლისში გაატარეს.
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946469636558.jpg)
როდესაც პრესამ იკითხა, თუ რამ გადაადგმევინა ნაბიჯი ოჯახის შექმნისკენ, ქეითმა უპასუხა:
"არ არსებობს პასუხი, ჩვენ ეს ჩვენი პირველი შეხვედრიდანვე ვიგრძენით"... ჰადსონმა მშვენივრად შეითავსა ოჯახი და კარიერა ერთდროულად.
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946495336558.jpg)
მისი ორსულობის ამბავიც ფილმი- "
ალექსი და ემა"-ს გადაღებების დროს გამომჟღავნდა. ექვსი თვის ორსულ ქეითს დაეწყო ნოსტალგიები და აივსო სურვილით ორსართულიანი სახლი, ოთხი საძინებლითა და ლამაზი ბაღით, სწორედ ისეთივე შეეძინა, როგორიც დედისეული იყო, სადაც იგი თორმეტი წელიწადი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946525036558.jpg)
ოჯახური თანაცხოვრება და კარიერა ისევ მდინარის დინების თეორიით მიედინებოდა. უამრავი ფილმის მონაწილე და წარმატებული მსახიობი გახდა ქეითი. მისი ყველაზე წარმატებული ფილმებია:
"200 სიგარეტი", "ლურჯი უდაბნო", "მე, ის და მისი მეგობრები", "როგორ მოიშორო მამაკაცი 10 დღეში", "სამოთხის ნამცეცი" და კიდევ უამრავი.
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946546236558.jpg)
თავის მიღწევებით კი ჰადსონი მიიჩნიეს წარმატებულ მსახიობად და ოცდაერთ წლიანი სამსახიობო კარიერის შემდეგ იგი ოქროს გლობუსის ნომინაციის მფლობელი ხდება.
ფილმ
"მე, ის და მისი მეგობრები"-ს გადაღების დროს ქეითი უბრალო თანამშრომლობით არ შემოიფარგლა ოუენ უილსონთან, რომელიც ასევე ამ ფილმში იღებდა მონაწილეობას და მათი ურთიერთობა რომანში გადაიზარდა. ამიტომ მოუხდა ჰადსონს რობინსონთან განქორწინება.
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946586636558.jpg)
თუმცა მათი ურთიერთობა არ გაგრძელებულა დიდხანს.
ქეითი კვლავ პოულობს სიყვარულს როკერ მეთიუსთან და არც თუ ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ისინი 2011 წლის 27 აპრილს დაქორწინდნენ.
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946603436558.jpg)
მალე შეეძინათ შვილიც, მას შემდეგ რაც ქეითის რიგით პირველი შვილი-რაიდერი, რომელიც მეუღლე რობინსონისგან ჰყავდა უკვე 7 წლის ასაკში იყო.
უნიჭიერესი და უმშვენიერესი მსახიობი
Kate Hudson- აქტუალურად რჩება კარიერის საკითხებში და გარდა ამისა იგი საკმაოდ პოპულარულ ჟურნალთა გარე ყდებსას ამშვენებს.
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946640836558.jpg)
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946642836558.jpg)
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946645036558.jpg)
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946647036558.jpg)
!["სამოთხის ნამცეცი" - Kate Hudson image](/uploads/article_images2/small/136946649336558.jpg)