x
image
lady.ge
მითხარი როგორ სიზმრებს ხედავ -მე გეტყვი რას უნდა ელოდო მომავალში

image
სიზმარი ადამიანის ქვეცნობიერის
მოგზაურობაა მომავალში. ძილის დროს ჩვენი გონება
ნახევრადმძინარე მდგომარეობაშია, აქედან გამომდინარე იგი გადადის მუშაობის განსხვავებულ
მეთოდზე და სიფხიზლისგან განსხვავებით, აქტიურდება ჩვენი ქვეცნობიერი, რომელიც ძალზე
მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ,
ან ცდილობს მიგვანიშნოს წარსულში ჩადენილ შეცდომებზე და მათი გამოსწორების გზებზე.
გავრცელებული აზრია, რომ განსაკუთრებული ფანტაზიის უნარით დაჯილდოებული ადამიანები
ყოველთვის ფერად სიზმრებს ხედავენ. რადგან მათი ფსიქიკა გაცილებით ფაქიზი და რთულია.
ფერებს იმახსოვრებს სიზმარში ის ადამიანი, ვისაც შემოქმედებითი, კრეატიული აზროვნება
გააჩნია. დანარჩენებს კი ვისაც ბედმა პრაქტიკული ჭკუა და რეალისტური აზროვნება უბოძა,
სიზმარში ფერების ნახვის „ბედნიერება“ წართმეული აქვთ. თუმცა მიუხედავად იმისა, რა
ფერის არის თქვენი სიზმარი, იგი ყოველთვის შეიცავს გარკვეულ სიმბოლურ-ალეგორიულ ელემენტებს
რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ, თუ რა საკითხზე სურს გაგაფრთხილოთ თქვენს
ქვეცნობიერს.


image


ასე მაგალითად-წყალი ემოციებია რომელიც მალე დიდი დოზით იქნება თქვენს
ცხოვრებაში. თუ წყალი მღვრიე, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალეა, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ემოციებს
თან ავადმყოფობა და ჭორებიც შეიძლება მოყვეს. იმის მიხედვით კი, ამ წყალში დასველდით
თუ არა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რა დოზით იმოქმედებს თქვენზე ესა თუ ის მოვლენა. ასევე
რთულ ემოციურ ფონზე მიუთითებს სიზმარში ბავშვის ნახვა, თუ ბავშვი თოთოა და თქვენ მას
ხელით დაატარებთ, ეს ნიშნავს იმას რომ დარდი რომელიც გაწუხებთ ჯერ კიდევ ახალია და მასთან ერთად ცხოვრება ხანგრძლივი
დროით მოგიწევთ. თუ ბავშვი ხელჩაკიდებულს დაგყავთ ეს უკვე ამ დარდის გადახარშვას მოგიხერხებიათ
და მისგან მალე გათავისუფლდებით. ბეჭედი სიზმარში დაოჯახებაზე, პირადულზე საუბარს ნიშნავს.
თუ თქვენ ხელზე სხვის ბეჭედს იკეთებთ ეს იმას ნიშნავს რომ ბედნაცვალ ადამიანს დაუკავშირებთ
ცხოვრებას მომავალში. თუ ბეჭდიან ხელს საპნით იბანთ, ფრთხილად იყავით! მომავალი ოჯახი
არცთუ მეგობრულად დაგხვდებათ როგორც ახალ წევრს. საპონი წვრილმან ნერვიულობასა და ცრემლებზე
მიუთითებს. თუ ბეჭედი გატყდა ან დაკარგეთ სავარაუდოდ ურთიერთობა
დაგეძაბებათ საყვარელ ადამიანთან. რაც შეეხება
ტანსაცმელს, ჩვენი ქვეცნობიერი ძალზე ხშირად სამოსის სახით მიგვანიშნებს მოსალოდნელ
მოვლენებზე. თუ შავები გაცვიათ-ეს მოვლენები სწრაფი იქნება. თეთრის შემთხვევაში კი
თქვენ მიმართ წამოყენებული ბრალდებების გაბათილებას უნდა ელოდოთ. განსაკუთრებით საინტერესოა,
ის ფაქტი თუ ვინმეს შიშველს ან საცვლებით ხედავთ სიზმარში, ეს აუცილებლად ნიშნავს იმას
რომ ამ ადამიანის შესახებ სულ მალე ძალიან პირადულ და საიდუმლო ინფორმაციას გაიგებთ,
ან თავად მოისურვებს იგი რომ გული გადაგიშალოთ. ამით პირველი ნაწილი სიზმრების შესახებ
აქ სრულდება. მომდევნო ნაწილში აგიხსნით რას უნდა ელოდოთ თუკი სიზმარში იარაღის ხმა
გესმით, მიწისძვრა ნახეთ ან ტკბილეულს ჭამთ.
მანამდე კი შეკითხვების სახით შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარები, მე ვეცდები მათ ვუპასუხო.

60
13629
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
13629
  
2020, 28 მარტი, 4:16
Სიზმარში ვნახე რომ ხიდზე გადავდიოდი ჩემ ოჯახთან ერთად მანქანით და გვერძე დავინახე პატარა ბავშვი წყალში გადავარდა დედამისიც გადახტა მერე ყველა იქ მივიდა ბავშვის მოსაძებნად მარა ვერ იპოვეს მდინარეში კი სულ თოჯინები ეყარა რას ნიშნავს??
2020, 11 იანვარი, 3:48
გამარჯობათ,სიზმარში საყვარელი ადამიანის ჩახუტება და შენი დაცვა რას ნიშნავს?ძალზედ რეალური იყო ყველაფერი...დავამატებ,რომ ის ბიჭი ძალზედ პოპულარულია მსოფლიოში
2019, 10 ივლისი, 7:55
გამარჯობათ, დიდად უცნაური სიზმარი ვნახე და ცოტა არიყოს შემაშფოთა. იმიტომ რომ გაგონილი მაქვს რომ სიზმარში ბავშვი ცუდიაო. მოკლეთ სიზმარში ვხედავ ბავშვს სიმაღლეზე, დედაჩემი დგას ქვემოთ და ეუბნება არ გადმოხტეო და ბავშვი ხტება დედა ვერ იჭერს, მეც ახლოსვარ და ვცრდილოფ მივასწრო მ
არა ამაოთ. სიზმარში გავიფიქრე რომ ახლოს მდგარი დაჭერას მოვახერხებდი და რომ ადრე სიმაღლიდან გადმოვარდნილი დამიჭერია. გთხოვთ იქნებ მითხრათ ამ სიზმრის მნიშვნელობა.
2019, 19 ივნისი, 15:23
რას ნიშნავს როცა სიზმარში სიყვარულს აგიხსნიან
2019, 3 მაისი, 22:15
გამარჯობა ისევ მე ვარ ახლა მეორე ბიჭI დამესიზმრა რომელიც მომწონს და სინამდვილეში ის ბიჭი ვერ მიტანს და სიზმარში მეხუტებოდაბდა მერე ძუძუზე ხელი მომკიდა და ეგრევე გაათვა და სიზმარში რო ეგრევე გაათავა ანუ სინამდვილეში იმედია ეგრე არაა ხო
2019, 1 მაისი, 23:47
გამარჯობა მოკლედ სიზმარში ვნახე რომ რომელი ბიჭიც მომწონს ის ბოჭი მესამე სართულიდან მიყრიდა ტანსაცმელს და ნასკებს ოღონდ ჩხუბით არა მე მეორეზე ვიდექი მერე ეს ტანსაცმელები ავიღე და მესამე სართულზე ავუტანეკლასში და იმ ბიჭის მაგივრად სხვისი გაყვანა ვთხოვე მასწავლებელს მაგრამ მე ვინც მომწონს იმან მე გავალო
2019, 16 აპრილი, 8:02
გამარჯობა, მოკლედ ვნახე სიზმარი სადაც ყველა იყო ვინც ჩემს გარემოცვაშია,, ამავდროულად იყო გოგო რომელიც არასდროს არმინახავს, ჩემს გვერდით იყო დასაწყისიდან დასასრულამდე,,, გაღვიძების შემდეგ საოცრად ბედნიერების შგრძნება დამრჩა და ყოველ გახსენებაზე იგივეს ვგრძნოობ, :)) იმ გოგოს რომ ვიხსენებ სიზმრიდან რაღაც მემართება ტო,,,, ვერგამიგიაა ვერაფერი
2019, 27 მარტი, 14:44
gamarjoba sizmarshi es bolo sami otxi dgea adamains vxedav vinc momwons magram am etapze cudi urtiertoba mak da agar mak kavshiri sizmarshi ki vxedav ro su kargad vart ras nishanvs yovel game rato vxedav sizmarshi shegiliat mtixrat?
2018, 7 დეკემბერი, 12:17
გამარჯობა, დამესიზმრა ჩემი შეყვარებულის დედაა ...... იქნებ რამე ახსნაა აქ? აი მაგალითან ვიყავით ვსაუბრობდით მე ვუთმობდი თავად რაღაცეებზე მედავებოდა
2018, 6 ნოემბერი, 10:32
გარდაცვლილი ბებია ვნახე, ერთად მივდიოდით ავტობუსით სადღაც და წყალი უნდოდა და მივაწოდე, დალია. რას ნიშნავს?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10