შოუბიზნესი ქეთი მელუას 9 გულახდილი პასუხი 2013, 24 მაისი, 19:18 1. რა გიყვარს ყველაზე ძალიან? ზაფხული და ზღვა. ზაფხულობით ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვდივარ. 2. რომელია შენი საყვარელი ფერი? ცისფერი. სწორედ ცისფერია ჩემი გიტარების უმეტესობა. 3. როგორ საკვებს ანიჭებ უპირატესობა? საერთოდ ჯანსაღად ვიკვებები, მაგრამ აჭარულ ხაჭაპურზე უარს ვერასდროს ვამბობ. 4. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? არაყი ძალიან მიყვარს, მაგრამ არასოდეს მეშლება როდის უნდა გავჩერდე. 5. რომელია შენი საყვარელი სურნელი? ჩემი აზრით, ახლად გამომცხვარი ლავაშის სურნელი მსოფლიოში საუკეთესოა! 6. სუნამოებზე რას იტყოდი? გრილ არომატებს ვანიჭებ უპირატესობას. 7. რაიმე ფობია თუ გაქვს? ზოგადად ბაყაყებს ვერ ვიტან, მაგრამ ამას უფრო ზიზღს დავარქმევდი, ვიდრე შიშს. 8. რომელია შენი საყვარელი ფრაზა? ''ცხოვრება იოლია, თუკი მოვლენებს სხვადასხვა კუთხით შეხედავ.'' 9. რაზე ოცნებობ? შევქმნა ისეთი მუსიკა, რომელიც ხალხს ძალიან ძალიან დიდხანს ემახსოვრება. 1090 5-ს მოსწონს
|