შოუბიზნესი "ნანკა ორსულად კი არ არის, ბალიშის მუცელი აქვსო..." 2013, 24 მაისი, 0:11 ნანკა კალატოზიშვილი რამდენიმე კვირაში დედა გახდება. მისი დღე ხილის ჭამით იწყება, მეგობრებს ნახულობს, ფილმებს უყურებს, წიგნს კითხულობს, სულ ცოტა ხნის წინ კი ვარჯიშიც დაიწყო. "მე უფრო ბიჭი მინდოდა. კედო თავიდან გოგოს იძახდა, გოგო მამისთვის ძალიან საყვარელიაო, მაგრამ ბიჭიაო რომ გაიგო, ძალიან გაეხარადა. სახელის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ჯერ ვერ გადავწყვიტეთ რომელი. დანიელზე ვართ გაჩერებულები. ეს სახელი კედომ თქვა და ძალიან მომეწონა, ლუკაც მოგვწონს ძალიან. აი, ამ ორ სახელს შორის გავაკეთებთ, ალბათ, არჩევანს"-გვიამბობს ნანკა. ორსული ნანკა ჭორების ქარ-ცეცხლში გაეხვა. გავრცელებული ხმების შესახებ გაოგნება მსახიობმა სოცილაური ქსელის მეშვეობით გამოხატა. "დღეს ერთი ნაცნობი ვნახე, გაოგნებული მიყვებოდა ჩემზე ამბებს. მოკლედ, ბრაზილია ან არ ვიცი, კოლუმბია ჩვენთანაა. ნანკა ორსულად კი არ არის, ბალიშის მუცელი აქვსო და როგორც ფილმებშია, ზუსტად ისე იცვლის, გაზრდილი რომ გამოუჩნდესო. იმავე ადამიანმა განაცხადა, რომ კედოს მეორე ბავშვი უჩნდება ახლა, მერე აიჭრა, თუ ბალიშის მუცელი მაქვს, მეორე როგორო და განაცხადა, მოკლედ, თუ გაუჩნდა, ე.ი. მეორე გაუჩნდება კედოს და თუ არა, ხო ვამბობდი, ბალიშის მუცელიაო. აკრძალეთ სერიალები, ღვთისნიერებო, აშკარად ეშმაკისეულია. დაუბინდდა და დაუჩლუნგდა ხალხს ტვინი"-წერს ნანკა. ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 2506 6-ს მოსწონს 3-ს არა
|