x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139096
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
ინტერმედიელებისთვის

არ ვიცი რამდენად გამომივა ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს და რა მიზნითაც ეს სტატია დავწერე, მაგრამ ვცადოთ.
მაინტერესებს ყევლას აზრი ვინც კი ინტერმედიაზეა დარეგისტირებული და ვიდეოებს, სტატიებსა და ფოტოებს აქვეყნებს, სხვისას აფასებს, აკომენტარებს და ა.შ.

ძირითადად ისე ხდება, რომ მნახველთა უმრავლესობა, ვთქვათ 100 და მეტი, ჰყვას ისეთ სტატიებს რომლებიც არის სექსზე, ძუძუებზე, უაკანალზე, პარანორნმალურ მოვლენებზე და სკანდალზე. რამდენჯერ გამეორდა ერთი და იმავე სტატია ოღონდ განსხვავებული სიტყვათა წყობით ამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პირადად მეც ისეთ სტაიტებს ვდებ, რომელსაც ვიცი რომ მნახველი ეყოლება. მოდით ვაღიაროთ, რომ შორენა ბეგაშვილზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა.
ჩემს სტატიას რომელსაც 1000-ზე მეტი მნახველი ჰყავს სათაურად სწორედ, ბეგაშვილის პირადი ფოტოები აქვს. იმაზე ლაპარაკს ეს კარგია, ცუდია თუ კატასტროფაა აზრი არ აქვს, რაზეც მოთხოვნაა იმაზე იწერება. იმიტომ რომ ყველანი ფულისთვის ვართ დარეგისტრირებულები და მარკეტინგულად თუ მივუდგებით, სავსებით გამართლებულია.
მეორე პრობლემაა თვითონ სტატიების, ფოტოებისა და ვიდეოების შეფასება. რამდენად სამართლიანად აფასებთ სხვის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს? ან რამდენად გამართლებულია სხვისი მისამართით დაწერილი ირონიული კომენტარი - "რა დებილობააა" როდესაც შიძლება თვითონ უარესს დებ? მგონი ჯობია ხანდახან ამზეც დავფიქრდეთ. ყოფილა შემთხევა როცა ისეთი სტატია დაუბლოკიათ თვითონ წევრებს რომლიც ნამდვილად არ იყო დასაბლოკი.
ეხლა უფრო გემრიელ ნაწილზე გადავიდეთ. ანაზღაურება. ზოგიერთმა უკვე მოახერხა და ფულიც აიღო თავისი შრომის საფასურად, ნამდვილად მისალოცად აქვთ საქმე და გილოცავთ ყველას ვინც ეს მოახერხეთ. კარგი იქნებოდა რჩევებიც მიგეცათ დამწებთათვის რისი დადება უფრო მომგებიანია, მთლად ხეზე ასვლა ასწავლეთ-მეთქი, რა თქმა უნდა, არ ვგუხლისხმობ.
საინტერესო იქნებოდა ისიც დაგეწერათ საშუალოდ დღეში რამდნეის მოგროვებას ახერხებთ. მოკლედ ამ სტატიის კომენტაებში გვესაუბრა სამართლიანობასა და უსმართლობაზე, პრობლემებზე, დადებით მხარეებზე, ყველაფერზე რაც გაინტერესებთ. გამოთქვით ყველამ თქვენი აზრი.

36
17
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
17
  
2012, 25 აპრილი, 23:02
ეს სტატია ,იმის თვალსაჩინო მაგალითია, რომ აქ დარეგისტრირებული ხალხის უმეტესობას, მხოლოდ სკანდალური, (ხშირ შემთხვევაში უაზრო) სათაურის მქონე სტატიები აინტერესებთ. რაც მთავარია თუ სტატიას თან რაიმე გამომწვევი სურათი ახლავს, მაგ შემთხვევაში სათაურის წაკითხვა არც კი არი საჭირო.............
2012, 25 აპრილი, 22:59
მხოლოდ ფული არაფერ შუაშია... ბოღმა ნაროდია ძალიან ბევრი და შურიანი
2012, 25 აპრილი, 22:30
მე უკვე ავიღე რა ხანია ფული, სანდოა რაც მთავარია- რაც ამ საიტში მომწონს
2012, 25 აპრილი, 21:09
კი უკეთესი იქნება ბოღმისგან და შურისგან თუ არ ჩავძირავთ ერთმანეთს.. კოქტეილზე მასალა გავჩითე აზრი ვინმე ნახავს რო? მომეწონა და ვთარგმნე უბრალოდ
2012, 25 აპრილი, 20:59
გაიხარე, 5 კაცი უკვე ვართ და რაც ბევრნი ვიქნებით აიმავე აზრზე მით უკეთესი, შენც წარმატებები.
2012, 25 აპრილი, 20:58
მეც იგივე პოზიციაზე ვა ბევრი კარგი მასალა უაზროდ იკარგება,მეც რამოდენიმე დავწერე მაგრამ მაინც უშედეგოდაა და ლამის გული ამიცრუვდეს არადა ცუდი სტატიები... რავიცი მე ყოველთვის
ხუთიანით ვაფასებ სტატიებს... წარმატებები ყველას
2012, 25 აპრილი, 20:45
მეც ყველას წარმატებებს გისურვებთ. ვიყოთ ობიექტურები, ტუ მართლა სტატია შეურაცმყოფელი არ იქნება ძალით არავინ დაუწეროს ერთმანეთს 1 ვარსკვლავი.
2012, 25 აპრილი, 20:38
არაფერს ... მე ყოველთვის თქვენს მასალას +5 ვაფასებ ასე რომ.. და ზოგს ვკითხულობ კიდეც.. და მომწონს,ბევრს აქვს ნიჭი და სასიამოვნოა...
2012, 25 აპრილი, 20:38
იცოცხლე! წარმატებები ყველას ვინც ღირსეულად "იღწვის".
2012, 25 აპრილი, 20:36
მარიონი,ბლეკ გაიხარეთ, რომ მოგწონთ ჩემი სტატიები.საწყალი ,,კლუბი 27''ეგ სტატია სულ დამიჩაგრდა,ერთი თეთრიც ვერ შეაგროვა:D
წარმატებებს გისურვებთ ყველას!და თქვენი ,,კაპიტალის გაზრდას''!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10