x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135746
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ყველაზე დიდი კოღო მთელს მსოფლიოში
Toxorhynchites speciosus არის ყველაზე დიდი კოღო მთელს მსოფლიოში. ამ ზომის კოღოს ხილვა შესაძლებელია ავსტრალიის სანაპიროს გასწვრივ, სიდნეის ჩრდილოეთით სანაპიროს ტერიტორიაზე, ახალ სამხრეთ უელსთან და Queensland-ის ჩრდილოეთში.


World’s largest mosquito - Toxorhynchites speciosus


ამ უზარმაზარ კოღოს უწოდეს "elephant mosquito". ამ ჯიშის კოღოებში, მდედრის ზომები ბევრად აღემატება მამრისას. Toxorhynchites specious-ის ზომა 1.5 ინჩამდეა (იგივე დიუმი) ანუ 3.8 სანტიმეტრი.


ზრდასრული Toxorhynchites specious-ს ტანიო მოლურჯო მოვერცხლისფრო ფერისაა. შავი და ყვითელი ფერი დაჰკრავს მუცლის მხარეს, ხოლო ფეხები თეთრი აქვს.



აღსანიშნავია ისიც, რომ კოღოს ეს სახეობა სულაც არ წოვს სისხლს. ისინი სხვადასხვა სახეობის მცირე ზომის მწერებით იკვებებიან. ზრდასრული Toxorhynchites specious, აგრეთვე, მცირე ზომის მწერებთან ერთად იკვებება ხილის წვენით და დაზიანებული მცენარეების წვენით.


მეცნიერების ვარაუდით, ამ კოღოს გამრავლება და გამოყენება შესაძლებელია სხვა კოღოების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ამით შესაძლებელი გახდება მალარიის, ცხელების და მსგავსი დაავადებების თავიდან აცილება.


2
99
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
99
  
2013, 23 მაისი, 11:41
აშკარად სიმართლეს ამბობ :) ამის ბზუილის მოსმენას ისევ სხვა კოღოებმა დაგკბინონ ჯობია :D
2013, 23 მაისი, 9:51
ამხელა კოღო რომ გიკბენს... ორი ერთად რო მოვიდეს წაგიყვანენ იმენა :D
0 1 2