ნუკა გვალია საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო და შეიყვარა. ალბათ ყველამ იცით, რომ ის მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ნუკა შემოქმედებითი ადამიანია შესანაშნავად მღერის, ხატავს და მელოდიებსაც წერს. გოგონას ძალიან მოსწონს სვირინგები, ალბათ სწორედ ამიტომაც მის სხეულს მესამე ტატუ შეემატა. "ტატუში და პირსინგში ცუდი რა არის? მომწონდა და გავიკეთე. ოჯახი არაფერში მზღუდავს. რაც შეეხება ჭიპის გახვრეტას, უკვე ერთი წელია, გავიკეთე პირსინგი და ძალიან მომწონს. დედა არასდროს არაფერს მიკრძალავდა, არც ქმარი შემხვდა ისეთი, რომ რამეში შემზღუდოს. ახლა კი მინდა, ზურგზე ეგრეთ წოდებული, ინდიელების დადებითი ნიშანი გავიკეთო და ბუმბულები ამოვისვირინგო"-გვიამბო ახალგაზრდა მომღერალმა რამდენიმე კვირის წინ.
ნუკამ დაპირება შეასრულა, ახალი ტატუ გაიკეთა და ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთა.
გოგონას მსგავსი ტატუ ერთ-ერთ ფოტოზე უნახავს და ძალიან მოსწონებია. თურმე ამ გამოსახულებას dreamcatcher ჰქვია და სიზმრების მცველს ნიშნავს, ამბობენ, ამავდროულად პოზიტივს იზიდავსო. ნუკას ტატუ შინაარსის გამო არ გაუკეთებია, უბრალოდ ძალიან მოსწონდა. მას ხელზე წარწერაც აქვს ამოსვირინგებული, რაც ნიშნავს- „ყოველი დღე ჩემი ცხოვრებისა, არის ჩემი ისტორია”. ნუკას კიდევ ერთი ტატუ აქვს წელზე, რომელსაც სურათებზე ახალი ტატუს ქვემოთაც ხედავთ. გოგონა არ გამორიცხავს, რომ მომავალში შესაძლოა კიდევ გაიკეთოს ტატუ, ამაში ცუდი არაფერიაო. ვუსურვოთ ნუკას წარმატებები... 








