შოუბიზნესი როგორ დამავიწყდება იმ პოლიციელის აკანკალებული ხელები, რომელიც ბორკილებს მადებდა 2012, 25 აპრილი, 18:59 ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ლალი მაროშკინასა და თიკო ფხაკაძის ჩხუბი, რომელიც კინაღამ სისხლისღვრაში გადაიზარდა. ლალის უპირატესობა ჰქონდა, რადგან მას ჩანგალი ეჭირა, ხოლო თიკო შიშველი ხელებით უმკლავდებოდა მას. საბედნიეროდ ეს ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, თუმცაღა ლალის სასჯელი მიუსაჯეს და მან 15 დღე საპატიმროში გაატარა.
ლალი იხსენებს, თუ როგორ უკანკალებდა იმ პოლიციელს ხელები, რომელიც მას ბორკილებს ადებდა. ლალი აქეთ აწყნარებდა მას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მივიდა და ჩაეხუტა იმ პოლიციელს. რაც შეეხება ციხეში გატარებულ 15 დღეს...
ლალიმ 15 დღე შიმშილობაში გაატარა და საგრძნობლად დაიკლო კიდეც. მხოლო წყალსა და 2 კოვზ წიწიბურას მიირთმევდა. ვარჯიშობდა კიდეც, რადგან ვარჯიში მისი ცხოვრების სტილია. ასევე იქ გატარებული 15 დღე გამოიყენა წიგნისთვის.
ლალი:
- ფურცელი და კალამი მოვითხოვე. ფურცელი კი მომიტანეს, მაგრამ კალამი არა, რადგან კანონით აკრძალული ყოფილა. კალამის ნაცვლად ფანქარი მომცეს სათლელის გარეშე და ყოველ წამს ბადრაგს ვათლევინებდი. ბოლოს ბადრაგი ისე შევაწუხე, რომ მეც კი შემრცხვა. -ჟურნალისტი: არც ერთი წუთით არ გინანია საკუთარი საქციელი? ლალი: - არა, ასე რომ ყოფილიყო, ჯარიმას გადავიხდიდი და იმ დღესვე გამომიშვებდნენ. თუ ვინმე კიდევ შემაწუხებს, მზად ვარ რომ ისევ ვაგო პასუხი კანონის წინაშე. იმ ცნობილი ინციდენტის შემდეგ, მეგობრებმა ლალის სამახსოვროდ ჩანგალი აჩუქეს. 2436 5-ს მოსწონს 1-ს არა
|