საზოგადოება 17 მაისს მომხდარი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს?! 2013, 22 მაისი, 0:44 აზრთა სხვდასხვაობა გამოიწვია 17 მაისს ჩატარებულმა აქციამ. ეს საგანი ხალხის არა მარტო განხილვის, არამედ კამათის თემად იქცა. კამათობდნენ ქუჩებში, სოციალურ ქსელებში და ა.შ.
გამოიკვეთა ადამიანების 3 ტიპი: მომხდარის მომხრეები, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მომხრეები და ძალადობის წინააღმდეგნი.
ჩემდა გასაკვირად, ბოლო ორი ტიპის ადამიანები მომხდარში ადანაშაულებდნენ სამღვდელოებას, რომელიც ინიციატორის როლში გამოჰყავდათ. გამოდიოდა, რომ "საწყალი" განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, რომელთაც არ შეისმინეს ილია მეორის მოწოდება თავი შეეკავებინათ გამოსვლისაგან (?!), დაიჩაგრნენ და წარმოგვიდგნენ, როგორც მსხვერპლი, შესაბამისად ეკლესიამ ტირანის როლი მოირგო. ამის დასამტკიცებლად საკმარისი იყო მაგალითად მოეყვანათ მამაო ტაბურეტით ხელში და მამაო, რომელიც იგინებოდა. ამ ორი საბუთის გასაბათილებლად მოვიყვან არქიმანდრიტ ანთიმოზის განმარტებას, რომელიც უარყოფს გინების ფაქტს, რადგან ამაში მას ადანაშაულებენ და ამტკიცებს, რომ ეს ხმა სხვისია და ასევე, ამბობს, რომ მამაოს, რომელსაც ტაბურეტი ეჭირა, ახალი გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია და სკამი დასაჯდომად ჰქონდა წამოღებული.
სხვა ცოდვებთან ერთად, ქართველებმა თავს უფლება მივეცით სამღვდელოება და ეკლესია განგვეკითხა... სოდომ-გომორის ცოდვა დაგვღუპავს, ყველას განურჩევლად მოგვსრავს. ასეთ დროს რატომაა აქტუალური იმაზე ფიქრი რას იფიქრებს ევროპა, ამერიკა. კარგში მივბაძოთ თუ მისაბაძია.მოდით ჩავიხედოთ საკუთარ გულებში და ვაღიაროთ, რომ არ გვინდა შვილების გასეირნებისას მათ, პარკში მსხდომ ერთსქესიანი წყვილების ალერსს უყურონ და მათთვის ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცეს. არ გვინდა, რომ ამის გამო დავისაჯოთ. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და აუცილებლად მოგვეკითხება უმოქმედობის დანაშაული. დავით აღმაშენებლის დროს ხმლით ებრძოდნენ ქრისტეს მტრებს, ჩვენ ხმალი არ აგვიღია, ჩამთვალეთ არა ამ საუკუნის ადამიანად, მაგრამ მე მეამაყება 17 მაისი, მეამაყება, რომ ქართველთა უმრავლესობა ამის წინააღმდეგია. 45 5-ს მოსწონს 3-ს არა |
http://www.youtube.com/watch?v=eZ9KslP9aGo
ამ ვიდეოში 0:27-ზე ძალიან კარგად ჩანს ჯებირების გარღვევის შემდეგ "ახალ ნაოპერაციები" მამაო რა სიჩქარით გარბის და ამ სიჩქარეში როგორ იღებს ნაგვის ურნიდან ტაბურეტკას.
ხოლო მამაო რომელიც იგინება, და ამბობს რომ ხმა დადებულია და ეს მისი ხმა არ არის, შეგიდზლიათ აქაც ნახოთ და თვითონ განსაჯოთ, დაიჯეროთ თუ არა. ისიც ჩანს ამ ვიდეოში სხვა მხრიდან. და კამერის დანახვისას როგორ წყვეტს გინებას.
შეიძლება მღვდლების ქმედება ვინმემ გაამართლოს კიდეც, რადგან საკუთარ რელიგიას იცავდნენ, მაგრამ ტყუილის თქმა გაუმართლებელია!
ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და გასაგებია რომ იმ ზომამდე მივიდა მამაო რომ გინება დაიწყო ან რამე აიღო ხელში, მაგრამ ტყუილის გამართლება არ შეიძლება და თვალებში ნაცარს ნურავინ შეიყრის ძალით.
ვისაც დანახვა შეუძლია დაინახოს, და ვისაც სმენა აქვს გაიგონოს!