x
სოციალური ქსელების გავლენა ადამიანთა ფსიქიკაზე
სოც.ქსელები

თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტმომსახურების განვითარებასთან ერთად კანონზომიერ მოვლენა

დ იქცა სოციალური ქსელების გავრცელება. ბოლო წლების განმავლობაში ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს. სოციალური ქსელების შემოჭრა ხდება დინამიურად, ქვეყ

ნის ნა



კლებადდასახლებულ და დაშორებულ რაიონებშიც კი გაჩნდა ინტერნეტმომსახურებით სარგებლობის საშუალება. ამრიგად, თავსუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ურთიერთდაკავშირებულ საზოგადოებაში, სადაც გრძნობების და აზრების გაზიარება წამის მეასედებშია შესაძლებელი ნებისმიერ ადამიანთან, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. სოც. ქსელები უმოკლეს დროში მეგობრებთან კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა, მაგრამ რამდენად ღირებულია ეს კავშირები? რატომ გვესაჭიროება ისსინი, რათა ვიცხოცვროთ კონკრეტულ საზოგადოებაში? ეს ის საკითხებია რომლებიც დაფიქრებასა და ღრმა ანალიზს საჭიროებენ.

გარდა მისი მოხერხებულობისა და სიმარტივისა, სოციალურ ქსელებს საკმაოდ სერიოზული ზიანის მოტანაც შეუძლიათ.

ჩვენ ყოველდღიურად შევდივართ Facebook-ზე ან twitter-ზე და ვაზიარებთ გრძნობებს, განცდებს, ან სულაც უბრალოდ ინფორმაციას და მოწონებულ მუსიკას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ვირტუალური სამყაროა, სოციალური ქსელები უფრო მეტად გვაზარალებენ, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია.


სოციალური ქსელების გავლენა ახალგაზრდებზე

ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ონლაინ კომპიუტერულ თამაშებს ნეგატიური ავლენა აქვთ მომხმარებელზე აგრესიის უკიდურესი ფორმების გამო. ამასთანავე უკვე მიღწეული წარმატებების შენახვა ანდა დაშვებული შეცდომის გაუქმების საშუალება მოზარდს უჩენს შთაბეჭდილებას, რომ მის მიერ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება შეიძლება გამოსწორდეს რამდენიმე ღილაკზე დაწკაპუნებით.

გაირკვა, რომ მსგავსი პრობლემები შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური ქსელების ხანგრძლივმა მოხმარებამაც. ასეთ დასკვნამდე მივიდა სუზან გრინფილდი, ბრიტანეთის წამყვანი სპეციალისტი ტვინის ფიზიოლოგიის სფეროში. თავის ნაშრომში "მედიაინოვაციები, სოც.ქსელები და ადამიანის ცნობიერება" ის წერს: "ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სოცქსელებს, ვიდრე რეალურ ცხოვრებას. ცდილობენ აამაღლონ საკუთარი რეიტინგი. ისეთი რესურსები, როგორიცაა Facebook-ი ზიანს აყენებენ მომხმარებელს, როგორც ინდივიდს. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ადამიანები წყვეტენ საკუთარი ქმედებების გაკონტროლებას."

ბავშვთა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე ბავშვები მეგობრებთან პირისპირ ურთიერთობას უთმობენ იმ დროსი ნახევარს, რომელსაც მათ თანატოლები 1988 წელს ატარებდნენ ეზოში თამაშში. თანამედროვე ბავშვებს ბევრად ურჩევნიათ სხვადასხვა საკითხების განხილვა სოც.ქსელების მეშვეობით. ინტერნეტით ურთიერთობა ბავშვს


ჩვენს ქვეყანაში სოც.ქსელების ძირითადი მომხმარებლები არიან 12-40 წლის ადამიანები, მაშინ როცა ევროპაში ხანშიშესული ადამიანებიც ამ სერვისის აქტირუი მომხმარებლები არიან. ფსიქოლოგების ყურადღება მაინც მიქცეულია მოზარდთა ჯგუფზე. საქმე ისაა, რომ ასეთ ასაკში ფსიქიკა საკმაოდ არამდგრადია და ხშირად იწვევს ვითარდება "ინტერნეტ დამოკიდებულება". ამ დაავადებას დიდი ჰავლენა აქვს მოსწალეების აკადემიურ მოსწრებაზე, მსოფლმხედველობაზე, სოციალიცზაციაზე და არც ისე იშვიათია სექსუალური აღჰზნების შემთხვევებიც.ეს უკანასკნელი დაკავშირებულია ადმინისტრატორების მხრიდან +18 ინფორმაციაზე კონტროლის დაბალი დონით. თავად ინტერნეტდამოკიდებულება საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური აშლილობაა, რომელიც ძლენად ექვემდებარება მკურნალობას და არის მოზარდენში არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი.


სოციალური ქსელების გავლენა ზრდასრულ ადამიანებზე
სულ სხვა სახის სიტუაციაა უფროს ადამიანებში (28-45 წელი). ამ ასაკში ადამიანები, რომლებმაც ვერ იპოვეს ცხოვრების თანამგზავრი, დიდი იმედებს ამყარებენ სოც.ქსელებზე. ბევრი მათგანი თვლის, რომ ასეთი ფორმით ურთიერთობის წამოსყება ბევრად უფრო ადვილია. სინამდვილეში კი, აქ უფრო მეტი უარყოფითია, ვიდრე დადებითი. რეალურად სოც.ქსელები აგრესიის ზერიოზულ წყაროდაც შეიძლება იქცეს. არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი შემთხვევა. მაგ: 60 წლის ამერიკელმა მარტინ პოტერმა გადაწყვიტა "გასწორებოდა" მისი ქალიშვილის "შემაწუხებლებს". გოოგნს ღრმა დეპრესია განუვითარდა. მიზეზი კი ის იყო, რომ დაქორწინებლმა წყვილმა ის მეგობრების სიიდან წაშალა (ბილი პეიმონი და ჯინ ჰეივორტი). ქალიშვილის დამშივდების უშედეგო მცდელობის შემდეგ, მამამ გადაწყვიტა მშვიდად დალაპარაკებოდა წყვილს და აეხსნა მათთვის სიიტუაცია, საუბრის პროცესში მოეჩვენა, რომ მისმა არგუმენტებმ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ–მუქარამ, შედეგი არ გამოითო. ამიტომ მან უბრალოდ "დაცხრილა" წყვილი, ცოცხალი მხოლოდ 8 თვის ბავშვი დატოვა. ძნელი დასადგენი არაა, რომ ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ჟურნალ–გაზეთები ამ შემთხვევაში დამნაშავედ Facebook–ს მიიჩნევდნენ.

სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ თამაშები, მათ შორის ე.წ. "ფერმა", რომელიც 2010 წელს ფლორიდის შტატში მკვლელობის მიზეზიც გახდა. დედამ საკუთარი 2 თვის ბავში მოკლა, რადგან მისი ტირილი თამაშში უშლიდა ხელს.

ამ გარემოებების შემდეგ აუცილებელია დავფიქრდეთ : რამდენად რაცინალურად ვიყენებთ ინტერნეტს, ხომ არ მიგვიყვანს ეს გარკვეულ დამოკიდებულებამდე და სავალალო შედეგებამდეც კი.
მეცინერების აუბრობენ იმაზეც, რომ სოც.ქსელები უაყოფითად მოქმედებენ ჯანმრთელობაზეც.Facebook-ის მსგავსი საიტების გავლენა ჯანმრთელობაზე იკვლია და სამეცნიერო ჟურნალში "BIOLOGY" გამოაქვეყნა ბილოგმა ერიკ სიგმანმა.მეცნიერის თქმით ადამიანებთან არასაკმარისმა ურთიერთობამ შეიძება ნეგანტიური გავლენა იქონიოს იმუნურ სისტემაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, სამომავლოდ კი ეს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობებისა და დაავადებების განვითარების რისკს აამაღლებს.

ბოლო ხანებში ავსტრალიელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ გამოკვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში წლიდან წლამდე ძლიედება მსხვილი სოც.ქსელების გავლენა. ამ მხრივ საკმაოდ დიდი ცლილებები განიცადეს აფრიკის ქვეყნებმა. გერმანული გაზეთის "Süddeutsche Zeitung" -ის ცნობით, 2005 წელს აფრიკის კონტინენტზე სოც.ქსელების მომხმარებელთა რიცხვი 17 მილიონი იყო. უკვე 2011 წლის მონაცემენით კი ეს რიცხვი 105 მილიონამდე გაიზარდა. აერიკელმა მეციერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ თუ სოც.ქსელები უეცრად შეწყვეტენ არსებობას, ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 65% ამას უმტკივნეულოდ ვერ გადაიტანს:დაეწყებათ ღრმა დეპრესია, ფსიქიკა შეერყევათ და არც სუიციდია გამორიცხული. მომხმარებელთა 10%, უხეშად რომ ვთქვათ – ყოველი მეექვსე ფასდება, როგორც "სოციალური ნარკომანი" სხვადასხვა მონაცემების მიხედვით 2008-2012 წლებში სოც.ქსელების მომხმარებელმთ რიცხვი 2, 5–ჯერ გაიზარდა. 1990 წლის შემდგომ დაბადებულ ბავშვებს ვერც კი წარმოუდგენიათ ცხოვრება ინტერნეტის გარეშე, ამასთან მათ დიდ ნაწილს აქვს რეალობის დამახინჯებული აღქმა. კომპანია Comscore-ს კვლევების მიხედვით სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტ დროს ატარებენ რუსი მომხმარებლები – თვეში დაახლოებით 9, 8 საათს, როცა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 4, 5–ის ტოლია; ისრაელში ეს მაჩვენებელი 9, 2 სთ–ს უდრის, თურქეთში– 7, 6 სთ–ს; დიდ ბრიტანეთში კი 7, 3 სთ–ს. აქედან მომხმარებელთა მხოლოდ 25% იყენებს სოც.ქსელებს სამსახურის საქმეებისთვის.


საინტერესოა თუ რა გზები არსებობს სოც.ქსელებზე დამოკიდებულიებისგან გათავისუფლებისთვის...


რუსმა ფსიქოლოგებმა და სოცილოგებმა წამოაყენეს მოსაზრება, რომ გარკვეული ფერის მონოტორული "ვატარის: დიდი ხნის ნამძილზე ქონა ამცირებს ინტერესს სოციალური ქსელების მიმართ, შრომისუნარიანობა კი საგრძნობლად იზრდება. მათ ჩაატრეს ექსპერიმენტი, რომელშიც მოანიწლეობა მიიღო სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ორმა ჯგუფმა (თითო ჯგუფში 250 კაცი). პირველ ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა სურვილისამებრ განეახლებინა საკუთარი პროფილი, მეორე ჯგუფს კი შესთავაზეს 6 სხვადასხვა ფერიდან ამოერჩიათ ერთი. imageშედეგებმა აჩვენეს, რომ მეორე ჯგუფში, პირველთან შედარებით, აკადემიური მოსწრება, შრომისუნარიანობა და ცხოვრებით კმაყოფილება გაიზარდა 61%–ით. მეორე ჯგუის 8% არნიშნავდა, რომ უფრო "ცოცხლები" იყვნენ და გამოძინებასაც ახერხებდნენ. მეცნიერები აპირებენ ამ ფაქტის უფრო ღრმად გამოკვლევას, რადგან სწორედ ეს შეიძლება იქცეს სოც.ქსელებზე ავადმყოფური დამოკიდებულების განკურნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი














































0
1555
3-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა ცოფურაშვილი
თამუნა ცოფურაშვილი
1555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0