"სექს- ჯიჰადი" --მუსლიმი მეომრების მხარდასაჭერად.
გავლენიანი მუსლიმი სულიერი ლიდერები, მუსლიმ, ტუნისელ გოგონებს სირიაში აჯანყებული მეომრების მხარდასაჭერად მოუწოდებენ.
სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეო რგოლი გოგონებს, არა საომრად, არამედ, სექსს მონატრებულ მეომრებთან ურთიერთობისთვის იწვევს. სულიერი ლიდერების აზრით, ამისათვის გოგონები სამუდამო სამოთხეს დაიმკვიდრებენ და რა თქმა უნდა ფულად ანაზღაურებასაც მიიღებენ. სულიერი ლიდერები ხელმძღვანელობენ ყურანით.ყურანის 24-ე სურის საფუძველზე დასაშვებია დროებითი ქორწინება-"მუტა", რომელსაც ახლაც იყენებენ მუსლიმი შიიტები."მუტა" დასაშვებია რამოდენიმე საათიდან 99 წლამდე და კრიტიკოსების მოსაზრებით სხვა არაფერია, თუ არა პროსტიტუციის დაკანონება, მით უმეტეს, რომ განქორწინების შემდეგ მამაკაცმა უნდა დააჯილდოვოს ქალი მინიჭებული სიამოვნებისთვის.სულიერი ლიდერების მოწოდებამ უკვე გამოიღო ნაყოფი: მხოლოდ ტუნისიდან უკვე 13 გოგონა გაემგზავრა "სექს-ჯიჰადზე".ვიდეო რგოლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია .ტუნისის რელიგიურ საქმეთა მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას არ მიიღონ გამოცხადებული "სექს-ჯიჰადი"ალაჰის ნებად.ამ სკანდალს უკრაინული ფემინისტური ორგანიზაცია" FEMEN" გამოეხმაურა, მისმა ტუნისელმა აქტივისტმა ამინა ტაილერმა, გამოაქვეყნა საკუთარი შიშველი სხეულის ფოტო არაბული წარწერით-"ჩემი სხეული მეკუთვნის მხოლოდ მე"და ინგლისური წარწერით-" თქვენი მორალიც მ......".მუსლიმმა სულიერმა ლიდერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამინა იმსახურებს 80-100 როზგს, იზოლირებას და ჩაქოლვას. რასაც ფემინისტების მორიგი პროტესტი მოყვა.