მოგზაურობა თურქეთის ავიახაზებს კურიოზული და სასაცილო სიტუაცია შეექმნათ 2013, 21 მაისი, 14:09 თურქეთის ავიახაზებმა Turkish Airlines-მა უაღრესად კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი, ავიაკომპანია, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულად ითვლება მსოფლიოში, მგზავრები ლოს-ანჯელესიდან სენეგალის ნაცვლად ბანგლადეშში დასვა, ანუ დანიშნულების პუნქტიდან 7 ათასი კილომეტრის დაშორებით, იუწყება Korrespondent.net.ინციდენტი შარშან დეკემბერში მოხდა, თუმცა მხოლოდ დღეს გამჟღავნდა, ეს კი იმ ცოლ-ქმარის დამსახურებაა, რომლებმაც რამდენჯერმე მოითხოვეს კონპესაცია ჩაშლილი შვებულებისთვის.სენდი ვალდივეზო და მისი ქმარი ტრეიტი აპირებდნენ გამგზავრებულიყვნენ ლოს-ანჯელესიდან დაკარში-სენეგალის დედაქალაქში, სტიუარდესამ გამოაცხადა, რომ მიფრინავდნენ დაკში(ბანგლადეშის დედაქალაქი), ცოლ-ქმარმა იფიქრეს, რომ მან გამოაცხადა "დაკარი" თურქულ აქცენტზე.როგორც აღმოჩნდა ავიაკომპანიამ აურია კოდები ერთმანეთში.დაკარი აღინიშნება კოდით DKR, ხოლო დაკი-კოდით DAC.Turkish Airlines-მა აღიარა დანაშაული, 9 საათი მოუნდა სიტუაციის გამოსწორებას, მგზავრები ჯერ სტამბულში გადააფრინა, ხოლო შემდეგ დაკარში.თუმცა ზოგიერთ მგზავრს დღესაც არ მიუღია ბაგაჟი, რომლებმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტეს თვითონ გამოესწორებინათ სიტუაცია და სხვა თვითმფრინავზე გადაჯდნენ.p.s.ამ ამბის შემდეგ არ შეიძლება არ გაგახსენდეს ფილმი "მიმინო"...."თელავი" და "ტელ-ავივი"...თურმე ცხოვრებაშიც მართლა ხდება მსგავსი სიტუაციები, თან უფრო დიდი მასშტაბის 851 3-ს მოსწონს
|