შიდა ქართლი ოკუპირებული სოფელი დისევი + ფოტო 2013, 20 მაისი, 12:28 სოფელი დისევი მდებარეობს, გორის რაიონში გორიდან 35 კმ-ში და ცხინვალიდან 8 კმ-ში, სოფელი მდებარეობს მთაში (მდებარეობდა მთლიანად განადგურებულია) სოფელს აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, სოფელს სამი მხრიდან მთები აკრავს და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა, სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1750 მეტრზე, სოფელში დაახლოებით 300 კომლი ცხოვრობდა მაგრამ სოფელში დაახლოებით 35 სალოცავი არსებობდა, სოფელში მდებარეობს XI საუკუნის ტაძარი და IX საუკუნის ძელიცხოველი, სოფელი სხვა სოფლებიდან იმით გამოირჩევა რომ აქ მდებარეობს სახარების 4 მამიდან ერთ-ერთის სახელობის სასაფლაო “წმინდა ივანე მახარებელი"
ეს სოფელი დღესდღობით (2008 წლის ომის შემდეგ) ოკუპირებული და მთლიანად გადამწვარია ბევრი სახლის ნანგრევიც აღარ არსებობს.
ეხლა წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს თუ როგორი იყო სოფელი ომამდე და როგორია ახლა. ო მ ა მ დ ე 1) 2) 3) ომის შემდეგ (დღეს კიდევ უარესი სიტუაციაა) 1) 2) 3) 4) 5) 6) 7) სოფლის მოსახლეობა დღესაც ვერ შედის სოფლის ტერიტორიაზე, დღესაც ვერ გადიან ახლობლების საფლავებზე. ამ სოფელში რუსებმა და ოსებმა სახლებში ჩაცხრილეს და დაწვეს ის მოხუცები რომლებმაც გამოსვლა ვერ მოასწრეს. 448 2-ს მოსწონს
|