შოუბიზნესი როგორ ცხოვრობს 7 თვის ორსული სოფო ხალვაში (+ფოტოები) 2013, 20 მაისი, 3:01 ყველასათვის საყვარელი მომღერალი სოფო ხალვაში ორსულადაა, მის ოჯახს პატარა გოგონა ივლისში შეემატება. მომღერალი უკვე 6 წელია მეუღლესთან, მიშა ძოძუაშვილთან ცხოვრობს. წყვილს ერთი ქალიშვილი, 5 წლის ქეთო ჰყავს. "ამ შეგრძნების გადმოცემა რთულია. ძალიან დიდი სიხარულია შვილი. ახლა უკვე მეორე სიხარულის მოლოდინში ვართ. ვიცი რა უდიდესი ბედნიერება მელოდება წინ და, აქედან გამომდინარე, მოუთმენლად ველოდებით. ქეთო ყველაზე მეტად ელოდება. ერთადერთი, ვნერვიულობ რომ, შეიძლება ქეთომ იეჭვიანოს, თუმცა ეს ნორმალური ამბავია, ხშირად ხდება ხოლმე ასე, და იმედია, ამ პრობლემას ადვილად გადავლახავთ. ვნახოთ, ჯერჯერობით ძალიან დიდ მოლოდინშია. სახელი თავად შეურჩია – მარიამს არქმევს. მე ბარბარეს დარქმევა მინდოდა, მაგრამ, ქეთომ შეთანხმება დამიდო, რომ ის დაარქმევს ბარბარეს თავის შვილს და ასე გაგვაჩუმა ყველა"-უამბო სოფომ ჟურნალ "თბილისელებს". მომღერალი ჭირვეული ორსული არ გახლავთ, განსაკუთრებით არაფერი უნდება. ახლა ოჯახზეა გადართული, კარიერა მისთვის მეორეხარისხოვანია, ყველაზე დიდი სიმდიდრე ამ ცხოვრებაში შვილები და ოჯახიაო. სოფოს მტკიცებით, ყველაზე კარგი რამ, რაც ქალს შეუძლია გააკეთოს ამ ცხოვრებაში, არის შვილების გაჩენა – ქალი ამით ყოველთვის მდიდარიაო. მიშას თავიდან ბიჭი უნდოდა, აპირებდა მისთვის რეზო დაერქმია. ცხადია უმთავრესი ოჯახისთვის ბავშვის ჯანმრთელობაა და არა სქესი. "შვილი რომ იბადება, ოჯახს დიდ სტიმულს მატებს. ამ სიახლეს სხვანაირი ურთიერთობები მოაქვს, ცოლ-ქმარს შორის დამოკიდებულება ტკბება, თბება, რა არის სიყვარული ასე ვერ აგიხსნით, ღვინოსავითაა, თავიდან მაჭარია და შემდეგ ღვინდება. მე ჩემს ქმარზე ვარ შეყვარებული"-ამბობს სოფო. ვუსურვოთ სოფოს წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 1025 12-ს მოსწონს
|