ფეხბურთი დევიდ ბექჰემმა გუშინ საფეხბურთო კარიერა დაასრულა (+ ფოტოები) 2013, 19 მაისი, 22:35 დევიდ ბექჰემმა საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ინგლისის ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი პარიზში გვიან ღამით გააცილეს. პსჟ-ბრესტის შეხვედრის 82-ე წუთზე ბექჰემმა სტადიონი აცრემლებულმა დატოვა.
დევიდ რობერტ ჯოზეფ ბექჰემი 1975 წლის 2 მაისს ლონდონში დაიბადა. მან ფეხბურთის თამაში 14 წლის ასაკში მანჩესტერში დაიწყო. სხვადასხვა დროს იგი მადრიდის რეალის, ლოს ანჯელეს გალაქსისა და პარიზ ენჯერმენის ღირსებას იცავდა. საკლუბო კარიერის მანძილზე მან 523 მატჩი ჩაატარა და 97 ბურთი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში 1996 წლიდან 2009 წლამდე მის ანგარიშზე 115 თამაში და 17 გოლია. " ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაში ვარ, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ, ფეხბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა, მაგრამ დროა მისგან დავისვენო და უფრო მეტი დრო ოჯახს და სხვა საქმიანობას დავუთმო."- განაცხადა ფეხბურთელმა. 40 17-ს მოსწონს
|