x
image
_K_
მძაფრი ემოციები ხელოვნებაში - ექსპრესიონიზმი (+ ნახატები)
XX ს-ის დასაწყისში გერმანიაში ჩასახული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავანგარდული მიმდინარეობაა ექსპრესიონიზმი (ლათინური სიტყვიდან expressio - გამოხატვა), რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით გერმანიასა და ავსტრიაში სარგებლობდა. თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და ხელოვნების სხვა დარგებიც მოიცვა - ლიტერატურა, თეატრი, კინო, მუსიკა.

აი, რას ამბობდა მხატვარი ჟორჟ რუო; "ფერწერა ჩემთვის საშუალებაა იმისათვის, რომ დავივიწყო ცხოვრება, ეს არის ყვირილი ღამეში, შეკავებული ტირილი, ჩუმი ღიმილი. მე უხმო მეგობარი ვარ მათი, ვინც უხმოდ იტანჯება."


ექსპრესიონისტების მიზანია, ნამუშევარში გადმოსცენ ადამიანის სულის მდგომარეობა, გრძნობები, განცდები: შიში, შფოთი, უიმედობა, სასოწარკვეთა, სევდა, იმედგაცრუება და სხვა. ისინი "უტყუარ რეალობად" მხოლოდ მხატვრის ინდივიდუალურ შინაგან სამყაროს მიიჩნევდნენ და ტილოზე რეალური გამოსახულებისა და გარემოს ასახვის ნაცვლად ადამიანსა თუ სამყაროში მიმდინარე მოვლენების მიმართ მხატვრის სუბიექტური დამოკიდებულების ასახვას ისახავდნენ მიზნად. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან მხატვრები: ედვარდ მუნკი, ერნსტ კირხნერი, ეგონ შილე, ფრენსის ბეკონი და სხვ.

ექსპრესიონიზმის თანახმად, ადამიანი "მახინჯ" სამყაროში ცხოვრობს, ამიტომაც იგი უსუსურად და მიუსაფრად გრძნობს თავს.



ადამიანის ტანჯვა და მარტოობის პრობლემა ექსპრესიონისტი მხატვრების შემოქმედების მთავარი თემაა. ამის გადმოსაცემად თავიანთ ნამუშევრებში ექსპრესიონისტები იყენებენ აქტიურ, მძაფრ ფერადოვან შეხამებას.

გარდა ფერისა, ადამიანის მძაფრი ემოციის გადმოსაცემად ექსპრესიონისტები "ანგრევენ" ფორმას, არად დაგიდევენ ფორმის სილამაზეს. პირიქით, მისი დეფორმაცია მათ ნამუშევრებში ხშირად გამიზნულად ხდება.


ექსპრესიონიზმი მარტო ფერწერაში როდი გვხვდება. ის ქანდაკებაშიც იკიდებს ფეხს. აქაც ვხვდებით დრამატულ სიუჟეტებს, ძლიერი ემოციების გადმოცემას და ფორმის დეფორმაციას.


ცნობილია, რომ ექსპრესიონიზმის მიმდევარმა გერმანელმა მხატვრებმა ორი შემოქმედებითი გაერთიანება "ხიდი" (Die Brucke) და "ლურჯი მხედარი" (Der Blue Reiter) ჩამოაყალიბეს.

ჯგუფი "ხიდი" 1905 წელს დრეზდენში ოთხმა სტუდენტმა, არქიტექტორებმა - ერნსტ ლუდვიგ კირხნერმა, ფრიც ბეილიმ, ერიკ ჰეკელმა და კარლ შმიტ-რუტლოფმა ჩამოაყალიბეს. მათი პირველი გამოფენა 1906 წელს დრეზდენში სანათების მაღაზიაში გაიმართა. 1911 წელს ჯგუფი ბერლინში გადავიდა, 1013 წელს კი დაიშალა.

1911 წელს მხატვრებმა - ვ. კანდინსკიმ და ფ. მარკმა დააარსეს ალმანახი "ლურჯი მხედარი", 1912 წელს კი ამ მხატვრებმა ამავე სახელწოდების გაერთიანება შექმნეს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დაიშალა.

1928 წელს პარიზში გაიმართა გამოფენა "ფრანგული ექსპრესიონიზმი", რომელზეც ხაიმ სუტინის, ამადეო მოდილიანის, მორის ვლამინკის, მორის უტრილოს და მარკ შაგალის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.


ექსპრესიონიზმის ნიმუშები:

imageimage

imageimage

imageimage

imageimage

imageimage

image
imageimageimage

imageimage
image




5
2493
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2493
  
2014, 9 ივნისი, 21:26
არაფერს....
2014, 9 ივნისი, 20:11
საინტერესოა... გმადლობთ ამ ციტატისთვის ^^
2014, 9 ივნისი, 17:11
ექსპრესიონიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა ჰერმაბ ექსპრესიონიზმე შემდეგი რამე თქვა 1916 წელს : « არასოდეს ყოფილა ასეთი ძრწოლით,ასეთი მომაკვდინებელი შიშით შეპყრობილი დრო. არასოდეს ყოფილა სამყარო ასე დადუმებული. არასოდეს ყოფილა ადამიანი ესოდენ პატარა და შეშინებული. არასოდეს ყოფილა სიხარული ესოდენ მკვდარი. გაჭირვება ყვირის,ადამიანი უხმობს თავის სულს,დრო ხდება გასაჭირის ყვირილი. ხელოვნება თავის ყვირილს უერთებს სიბნელეში ითხოვს შველას,ის უხმობს სულს. სწორედ ესაა ექსპრესიონიზმი ».
2013, 13 აგვისტო, 13:41
გმადლობ :)
2013, 13 აგვისტო, 9:17
საინტერესოა... თანაც ძალიან :)
0 1 5