დაკვირვებით შეათვალიერეთ საკუთარი თავი ჩვეულებრივ ტანსაცმელში. შეეფერება თქვენი ჩაცმის სტილი თქვენს ხასიათს, პროფესიას, მიზნებს? თუ არა, მაშინ შეეცადეთ ქვემოთ ჩამოთვლილ გარეგნობის სიიდან შეარჩიოთ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე უფრო შეესაბამება თქვენს წარმოსახვას, იმას, თუ როგორ გინდათ გამოიყურებოდეთ:
- ელეგანტური;
- ავტორიტეტული;
- შემოქმედებითი;
- სექსუალური;
- არასექსუალური;
- პრაქტიკული;
- დაუდევარი;
- ქალური;
- სრულყოფილი;
- გასაიდუმლოებული.
თქვენ მიერ არჩეული პასუხი ეთანხმება თქვენს გარეგნობას? თუ არა, რა უნდა შეცვალოთ? საქმე მხოლოდ ჩაცმის სტილის შეცვლაშია?
ნუ უგულვებელყოფთ მეტყველების მნიშვნელობას. კარგად დააკვირდით, თქვენი პოზა, მანერები, შეეფერება იმ გარეგნობას, იმჩაცმულობას, რომლის შექმნის სურვილიც გაგაჩნიათ? რას იტყოდით სახის გამომეტყელებაზე?
თქვენი სხეულის მეტყველება
ალბათ გაინტერესებთ რას გვეუბნება სხეულის ენა?
დაჯექით სარკის წინ. პირველად ისეთ პოზაში მოთავსდით, რომელშიც უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს. კარგად დააკვირდით, როგორ გამოიყურებით. შემდეგ ისეთ პოზაში დაჯექით, რომელშიც თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობთ. კვალვ ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარეგნობას, შეგიძლიათ იდგეთ ან იჯდეთ, ამგარამ ამს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია სხეულის ყევლა ნაწილს ყურადღებით აკვირდებოდეთ.
როგორ გრძნობთ, თქვენი სხეული ამბობს თუ არა იმას, რისი თქმაც გსურთ? გულხელდაკრეფილი ხართ, როდესაც გინდათ მეგობრულად, გულღიად გამოიყურებოდეთ? დაჭიმული და დაძაბული ხართ ფეხები გაშლილი გაქვთ და გაბრაზებული გამოხედვა გაქვთ მაშინ, როცა სასურველია უფრო რბილად გამოიყურებოდეთ?
როდესაც დარწმუნდებით, როგორ გამოიყურებით, თქვენ სეგიძლია მოახდინოთ პატარა ცვილებები, შეიმუშაოთ ის დეტალი, რომელშიც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.
უნდა შეგეძლოთ კეთილგანწყობილად გამოიყურებოდეთ, თუ გსურთ გყავდეთ მეგობრები, ხოლო როცა გაბრაზებული მზერით ცდილობთ ვინმეს თავიდან მოშორებას, შეეცადეთ მზერა ნაკლებად აგრესიული გქონდეთ. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი თქვენში რაიმე პიროვნული წაშალოთ, მაგრამ ეს ხერხი ზოგჯერ დაგეხმარებათ შეარბილოთ სახიფათო მდგომარეობა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.