საზოგადოება რა მოხდა რუსთაველზე აქციის მსვლელობის დროს 2013, 17 მაისი, 16:15 დაპირისპირებამდე იყო მსვლელობა ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირამდე.სასულიერო პირებმა და მრევლმა ის ადგილი დაიკავეს სადაც LGBT პირები და მათი მხარდამჭერები უნდა შეკრებილიყვნენ. რამდენიმე მონაწილეს ხელში ჭინჭრის კონა ეჭირა. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად საპატრულო პოლიცია ადგილზე დილიდან იყო მობილიზებული. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილი იყო მოძრაობაც. მიუხედავად ამისა ბოლომდე წესრიგის დაცვა ვერ მოახერხეს. საბოლოო ჯამში ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციია რუსთაველზე აღარ ჩატარდა, მიზეზი გახდა მასობრივი საპროტესტო ტალღა. მოხდა რამდენიმე შეხლა- შემოხლა, არიან დაშავებულებიც. უმცირესობის წარმომადგენლები, პოლიციამ, სამარშუტო ტაქსებში ჩასვა და ასე ცდილობდა მათ დაცვას. ზოგმა ლგბტ აქტივისტმა თავი რუსთაველი მაღაზიებს შეაფარა, ხალხი კი მაღაზიებში შეღწევას და მათ გამოყვანას ცდილობდა. გავრცელებილი ინფორმაციით ადგილზე იყო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია, სიტუაცია უფრო დამშვიდდა, თუმცა ხალხი ისევ რჩება რუსთაველიმ მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. 73 1-ს მოსწონს
|