რელიგია ცრურწმენები 2013, 17 მაისი, 9:37 ალბათ, ხშირად გაგიგონიათ გამოთქმები “შავმა კატამ გადამირბინა", "მარცხენა ფეხზე ავდექი" და ა.შ.ბევრისათვის ასეთი ფრაზები ღიმილისმომგვრელია.მათ არც ეკლესია აღიარებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მსგავსი ცრურწმენები.ზოგიერთი ხალხის ცრუ წარმოდგენები თითქმის იდენტურია სხვებისა.ზოგიერთიც სრულიად სხვადასხვაგვარად აღიქმება სხვადასხვა ქვეყნებში.არ არსებობს რაიმე ნიშნით და თემით აგორებული ცრურწმენები, ისინი ყველა თემას მოიცავს.ქვემოთ მოყვანილია ცრურწმენების საკმაოდ მოზრდილი სია და თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ იგი სხვადასხვა საკითხს ეხება: ცუდ თვალზე შეხედვა; ორშაბათ დღეს დაბანვა არ ვარგა; სახლიდან როცა გადიხარ, რამეზე არ უნდა შემობრუნდე; ორშაბათს გასესხებული ფული შეიძლება დაგეკარგოს; ამა თუ იმ ტანსაცმლის ტარებისას ბედნიერება ან პირიქით, განსაცდელი თუ გეწვიათ, იგივეს ჩაცმისას იგივე განმეორდება;ახალი ტანსაცმელი ბედნიერების მომტანია, როცა ყიდვის მომენტში ტანზე იტოვებთ;მგზავრობისას უბედურებაზე არ უნდა ილაპარაკოთ;13 რიცხვი უბედურების მომტანია და ა.შ. როგორც ხედავთ, ცრურწმენათა თემატიკა საკმაოდ ფართოა.საინტერესოა, საიდან იბადება ცრურწმენები?ფსიქოლოგების მოსაზრებით, მსგავსი შეხედულებები წამოსულია ცალკეული ინდივიდებისაგან, რომელთაც შეძლეს და საკუთარი მცდარი შეხედულება თავს მოახვიეს თავის გარშემომყოფთ. ამგვარად, ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ახალი ცრურწმენა შექმნას, თანაც ძალიან მარტივად, თუ დასაბუთებასაც მოუძებნით. 265 3-ს მოსწონს
|