რელიგია ცრურწმენები 2013, 17 მაისი, 9:37
ცუდ თვალზე შეხედვა; ორშაბათ დღეს დაბანვა არ ვარგა; სახლიდან როცა გადიხარ, რამეზე არ უნდა შემობრუნდე; ორშაბათს გასესხებული ფული შეიძლება დაგეკარგოს; ამა თუ იმ ტანსაცმლის ტარებისას ბედნიერება ან პირიქით, განსაცდელი თუ გეწვიათ, იგივეს ჩაცმისას იგივე განმეორდება;ახალი ტანსაცმელი ბედნიერების მომტანია, როცა ყიდვის მომენტში ტანზე იტოვებთ;მგზავრობისას უბედურებაზე არ უნდა ილაპარაკოთ;13 რიცხვი უბედურების მომტანია და ა.შ. როგორც ხედავთ, ცრურწმენათა თემატიკა საკმაოდ ფართოა.საინტერესოა, საიდან იბადება ცრურწმენები?ფსიქოლოგების მოსაზრებით, მსგავსი შეხედულებები წამოსულია ცალკეული ინდივიდებისაგან, რომელთაც შეძლეს და საკუთარი მცდარი შეხედულება თავს მოახვიეს თავის გარშემომყოფთ. ამგვარად, ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ახალი ცრურწმენა შექმნას, თანაც ძალიან მარტივად, თუ დასაბუთებასაც მოუძებნით. 266 3-ს მოსწონს
|