x
რელიგიური ანალიტიკა მრუშობის შესახებს

image დღევანდელი კაცობრიობის ერთერთი გავრცელებული და დაღ დასმული ცოდვა არის სიძვა მრუშობის ცოდვა, დემონი იქადის რომ მარტო ამ ცოდვით გავავსებ ჯოჯოხეთსო, ყოველი ცოდვა ხორცის გარეთაა მაგალითად ქურდობა ვერცხლის მოყვარეობა განკითხვა და სხვა ხოლო ვინც სიძვა მრუშობას მისდევს საკუთარ სხეულს დებს ეშმაკის სამსხვერპლოზე, ანადგურებს სხეულს და ბილწავს სულსაც და ხორცსაც და რჩება სამუდამოდ დაღ დასმული, ცრემლი იმიტო ითვლება უდიდეს შესაწირად უფლისთვის რომ მთლიანად პიროვნების ხორციდან გამოსულია, მთელი არსებიდან საკუთარი ხორცის ნაწილია, ცრემლით სინანული მოწამების მიბაძვაა, ანალოგიურად როგორც ცრემლი უფლის სამსხვერპლოზე დიადება, ასევე სიძვის დროს ადამიანი საკუთარ სხეულს დებს ეშმაკის სამსხვერპლოზე და ბოროტებას სწირავს. ჩვენი ეპოქა ყველა სხვა დროზე მეტად გამოირჩევა გარყვნილებით, ურცხვონებით და აღვირ ახსნილობით, უფრო დახვეწილად ეძლევიან ხრწნილებას, უფრო მეტად ბილწავენ თავიანთ სულს და სხეულს, ძნელად საკურნებელს ხდიან და აშორებენ ღმერთს, უარესიც სატანის დაღის ბეჭედს ასვამენ. დღეს საცდური მრავალია ვიდრე ადრე იყო, ქუჩებში, ჟურნალ გაზეთებში, ტელევიზიაში, რეკლამებში, სოცლიალურ ქსელებში, მოკლედ ყველაფერს იყენებენ მისი გავრცელებისთვის რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის სულზე, ის ბასრი დანასავით სერავს ცნობიერებას გრძნობებს აზრებს და ღრმად აღწევს გულში, მომწამლელი გაზის მსგავსად რომელიც სისხლს უმღვრევს კაცს და კლავს, დღეს პატარა ბავშვებმაც კი იციან ის რაც უწინ ხელიდან წასულმა ნაძირლებმა იცოდნენ, ბავშვები ცდილობენ მიბაძონ უფროსებს სასიკვდილო შხამი შესვან და დამღუპველი ნამყოფი იგემონ რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მძიმე ნაიარევად გაყვებათ, რამეთუ არცერთი ცოდვა არ იდგავს ფესვს სულში ისე ღრმად როგორც სიძვა მით უფრო ბავშობაში შეცნობილი, ამ შხამიანი ცოდვის გამავრცელებლები მძიმე ცოდვას ჩადიან, ისინი მკვლელებს აღემატებიან თავიანთი დანაშაულებით, ასევე ის ვინც არ იცავს არ იცავს და არ ეწინაღმდეგება გარყვნილების შემოტევას რომელიც ახლა ისე იოლად შედის ბევრ სახლში როგორც ფანჯრიდან შემოსული მყრალი სუნი, ვინც არ იცავს მისგან თავის თავს მოყვას და მითუმეტეს ბავშვებს მძიმე დანაშაულის თანაზიარია, ქრისტიანი რომელიც ასეთი გართობით ანუ პორნოგრაფით იქცევს თავს ეწინაღმდეგება თავის სარწმუნოებას. წმინდა სახარებაში უფალი ბრძანებს: ყველა ვინც შეხედავს დედაკაცს გულისთქმით მან უკვე იმრუშა თავის გულში! ძველ აღთქმაში მემრუშებს ქვებით ქოლავდნენ და მერე წვავდნენ დღეს კი საზოგადოების ნაწილი რომლებიც თავიანთ თავს ქრისტიანს უწოდებს სირცხვილად უბიწოებას თვლიან და არა გარყვნილებას, ბევრ ჭაბუკს რომლებსსაც თავიანთი სხეული არ შეუბილწავთ სიძვით, თავიანთი ტოლების სრცხვენიათ და თავს ისე იჭერენ ვითომ გარყვნილი კაცია და თანაზიარი არის ამ ცოდვასთან, თანაც შემთხვევას ეძებს რაც შეიძლება მალე შეიცნოს ცოდვა რომ ამხანაგებთან თავი მოიწონოს და მათგან პატივისცემა დაიმსახუროს. სამწუხაროდ ეს არარი ერთეული შემთხვევა პირიქით გავრცელებული ამბავია. როდესაც კაცსს სიძვის გულისთქმა სძლევს და ჩვევად ექცევა იგი ბრმავდება, ხორციელი თვალით კი ხედავს მაგრამ გონების თვალი ანუ სულიერი თვალი დაბნელებულიაქ, ის ვერც უფალს ხედავს ვერც ადამიანებს და ვერც საკუთარ თავს, ის ვარდება ამ ცოდვაში როგორც ბრმა ორმოში, ასეთი ადამაინი არამარტო ღვთის მცნებებს გადადის არამედ თვით ძე ღვთისას შეურაწყოფს, რადგან პავლე მოციქულის თანახმად ადამიანი ტაძარია სული წმინდისა და ვინც ამ ტაძარს გახრწნის ღმერთიც დასჯის მას, თუკი ღმერთმა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში არ დაინდო მსიძავნი და წარღვნით მოსპო, მაშინ როგორღა დაგვინდობს ეხლა აღალ აღთქმაში როდესაც ღმერთი განკაცდა და რჯული თვით იესო ქრისტემ იქადაგა, უფალი სულ გრძელია და დიდად მოწყალე, იგი ცოდვას მაშინვე არ სჯის არამედ მოელის სინანულს და თუ არ შევინანებთ, მოვა დრო და უფალი დაგვსჯის, უფალს არ ეჩქარება რადგან დროის გარეთაა, ფსალმუნებში წერია: ათასი წელი წინაშე შენსა ვითარცა გუშინდელი დღე, ანუ ათასი წელი როგორც ერთი წუთი ისეა ღვთის წინაშე, ჩვენ ვართ რომ გვეჩქარება ადამიანებს და რაღაცა გვგონია ეს წუთისოფელი, ფუჭი ხრწნადი, დრო, ისეც ხდება რომ ცოდვილს მალე ეწევა ღვთის რისხვა და ამის ფაქტები ბევრია, ასეთი ადამიანისთვის გამზადებულია ჯოჯოხეთის უფსკრული, ცეცხლის გეენია, დაუძინებელი მატლი, საშინელი სიბნელე, საუკუნო სატანჯველი, ამ სიტყვების გაგონებაც კი საშინელია და რაღა იქნება მისი ხილვა ღმერთმა ყველა დაიფაროს. უნდა გვეშინოდეს ამ ყველაფრის. მსიძავი თავის ნაყოფსაც მეძავის საშოში კლავს, ქორწინებაში უფლის სადიდებლად რომ უნდა ყოლოდა, იგი უცხოა ხვთისაგან და აკლდება სასუფევლის სითბოებას და სიტკბოებას, თავისი ნებით მიექანება სატანჯველისკენ. ძველ აღთქმაში მრუშობა ვერავითარი მსხვერპლით ვერ განიწმინდებოდა, ლევიტელთა წიგნში სადაც ახწერილია თუ რომელი ცოდვა რა გამნოსასყიდით გამოისყიდება მრუშობა საერთოდ არ იხსენიება, მისი აღხოცვა სიკვდილით დასჯით იყო შესაძლებლები . მრუშვების ცოდვა ყველა დროში ყველა ქვეყანაში სასტიკად ისჯებოდა, რომის იმპერატორის ოპილიუსის ბრძანებით მემრუშეებს ერთმანეთსზე აბავდნენ და ცეცხლში ყრიდნენ . ასევე ქმარს უფლება ქონდა მოეკლა ცოლიც და მისი საყვარელიც თუკი მათ დანაშაულის ადგილზე წასწრებდა.საქსონელები მემრუშე ქალს აიძულებდნენ თავი ჩამოეხრჩო, გვამს წვავდნენ და მის საყვარელს ამ კოცონის თავზე კიდებდნენ. ეგვიპტეში მემრუშე კაცს რკინის ხელკეტით ათას დარტყმას აყენებდნენ, ქალს კი ცხვირს აჭრიდნენ. კუმანში მოღალატე ქალს გააშიშვლებდნენ, უკუღმა ვირზე სვამდნენ და მთელ ქალაქს ცემა ტყეპით მოატარებდნენ. კაცებს კი სასქესო ორგანეობს აჭრიდნენ. სხვაგან კი სხვა სასჯელები იყო. დღეს კი ეს ცოდვა ძალიანა გავრცელებულია ქრისტიანებს შორის მაგრამ სასიკვდილოდ არავინ ისჯება და საერთოდ ნაკლებად განიკითხება, მაგრამ მას მართმსაჯული ღმერთი განსჯის საშინელ სამსჯავროზე, საშინელი სამსჯავრო იმიტომ ეწოდება რომ ცოტანი გადარჩება და გამართლდება. დავფიქრდეთ ამ სოფელში რისთვის გვატყდება ამდენი უბედურება? ზუსტად ამ საშინელი ცოდვებისთვის გვიზღავს ღმერთი, ჩვენ კი არ გვინდა დანაშაულის შენანიება. წარღვნის დროს მთელი კაცობრიობა განადგურდა, მხოლოდ რვა ადმიანი გადარჩა, სოდომის მხარე ხუთი ყველაზე ნაყოფიერი ქალაქი ძირ ფესვიანად აღმოიფრხვა გარყვნილების გამო, მის ადგილას ახლა მკვდარი ზღვაა რომელშიც თევზი ვერ ცოცხლობს, შემთხვევითაც რომ გაყვეს იორდანის წყლებს მაშინვე იღუპება, იქაური მიდამო მკვდარია უსიცოცხლო მტვერითადა ფერფლით დაფარული, აი ასეთია ღვთის რისხვის საშინელი კვალი რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რაოდენ საძაგელია ცოდვა ღვთის წინაშე. წმინდა წერილიდან ვიცით რომ მსიძავი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ, სულ ერთია მრუშობის ცოდვის თანამდებია იგი, ხელით ცოდვისა, თუ სისხლის აღრევისა, რომ აღარაფერი ვთქვათ მამათმავლებსა და ზოოფილებზე. წმინდა წერილში ვკითხულობთ: და აწვიმა სოდომსა და გომორს ზედა წუნწუბაი და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით. ციდან მომავალი ქვები ცეცხლოვან გოგირდს აფრქვვევდა, ეს იყო სასტიკი სასჯელი რადგან გოგირდი ყველა სხვა ნივთიერებაზე იოლად იწვის, თანაც საშინელი სიმყრალით არის დამახასიათებელი, ეს სასჯელი იყო მათი ცოდვებისთვის, ხორციელი განხურების წილ ცეცხლი, ცოდვის სიმყრალის წილ გოგირდის სუნი. სოდომის მხარე ვიდრე მათ უფალი არ განარისხეს სამოთხეს ჰგავდა, სასჯელის შემდეგ მთელი ის მხარე უდაბნოდ იქაცა, შევინანოთ რადგან ამ სოფელში თუ არა იქ მაინც დავისჯებით და ვერ ავსცდებით სასჯელს. გაცამტვერებული სოდომი ჩვენი სულის ხატია, როგორც სოდომი სამოთხეს გავდა მერე კი თავისი ცოდვით დაისაჯა, უკაცრუელი უნაყოფო გახდა, ასევეა ჩვენი სულიც, ვიდრე გაირყვნებოდეს არწმინდა საქმებით, როდესაც ის ცოდვის უფსკრულში ვარდება და ადგომას არ ცდილობს არამედ უფრო და უფრო ღრმად ეშვება ფსკერისკენ, ის მაშინ ჯოჯოხეთს ემსგავსება ცოდვით სიმყრალით მოცული და გულის თქმათა ცეცხლით გახურებული, მაგრამ სული იმითაა ბედნიერი სოდომთაგან განსხვავებით თუ მოისურვებს ძალუძს სინანულის გრძნობით კვლავ სამოთხის მშვენიერებას მიემსგავსოს. მრუშობას თუნდაც ის არ გამჟღავნდეს საჯაროდ მაინც თან ახლავს მუდმივი სინდისის ქენჯვნა, შინაგანი ხმა ჩასძახის ადამიანს ამხელს ადამიანს, ხოლო ეს ცოდვა თუ გამოაშკარავდა დიდი სირცხვილი და სახელის გატეხვა ელის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ისედაც სავალდებულოა რომ ადმიანს ქონდეს წმინდა ცხოვრება და არ იყოს პირუტყვივით, ცხოველებშიც კი უჯიშოებთან შეჯვარება ვერასოდეს შობს სუფთა სისხლის არსებას და რაოდენ უფრო უნდა დაიცვას ადამიანმა სიწმინდე რომ დაიცვას მისი შთამომავლობა. გარყვნილი თავის ხორციელ სილამაზესაც კარგავს, კერძოდ ჯამთელობას, ნაკვთების სიმშვენიერეს, თვალთა სილამაზეს, სასიამოვნო ხმას, სიმხნევეს, სიმამაცეს, ძალასა და სიმტკიცეს, ხოლო მოუთოკავი ჟინი ყველაფერს ანადგურებს მინდვრის ყვავილივით აჭკნობს ბოლოს კლავს და ანგრევს. ხოლო თუ რომელიმე მათგანს ბოროტი სენი ფრანგული კეთრი (სიფილისტი) შეყარა მთელ მის სხეულს ხრავს, თავიდან ფეხებამდე წყლულებით ფარავს და საშინელი სიმყრალის სუნს ავრცელებს. ძალიან ჩანერგილი ვნებაა ადამაინში და მუდმივად უნდა ებრძოლოს, თავის დახწევა და შეკავება შესაძლებელია, ბევრი ამბობს რომ ბუნებრივი მოთხოვნილებაო მაგრამ ეს ისევ და ისევ თავის დაცვის მიზნით, მაგალითად არსებობს ადმაიანთა კატეგორია რომლებიც სრულიად იკავებენ თავს: პატიმრები სამხედროები და ასე შემდეგ.

დაცემის შემდეგ ადამიანი სხვადასხვა ვნებებს ებრძვის რომელთა შორის ყველაზე ძლიერი მრუშობის ვნება ითვლება, წმინდა მამები გვასწავლიან არ ვენდოთ საკუთარ თავს, და ვერავინ იტყვის რომ საბოლოდ გამარჯვებას მიახწია, ცხოვრების ბოლომდე უნდა ებრძოლოს ადმაინი ვიდრე ოთხ ფიცარში არ ჩაასვენებენ. მაგალითად ლამაზი ქალი დიანახეე? არ შეხედო გულის თქმით, ვიფიქროთ რომ მტვერი და ნაცარია, თიხაა ყველა ადმაიანი და მოვა დრო და გაიხრწნება. ასევე კარგი საშუალებაა მისი სახის დაბერებულად წარმოდგენა. წმინდა მამათა მიხედვით სიძვის დემონი მხილებას ვერ იტანს, ანუ ახსარების თქმას და მრავალი შემთხვევა მიუთითებს რომ ეს ვნება სუსტდება მღვდელთან ხშირი ახსარებისას, ასევე მასთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია ცუდი აზრების ჩასახვის თანავე მოშორება, წმინდა მამათა მიხედვით თავიდან ბოროტი აზრები ჩვილივით სუსტები არიან და დასაწყისშივე უნდამოხდეს ამ აზრების აღმოფხვრა, დრეს საცდური გაცილებით დიდია და უნდა გავექცეთ ამ ყველაფერს თუ გვსურს ღვთისთვის მოსაწონი ცხოვრება სხვა გზა არარსებობს. ყველამ უნდა გაიაზროს თუ რა ელის თავშეუკავებლობის შემთხვევაში, მარტო საქმით კიარა მრუშული ფიქრით ტკბობაც არ შეილება და იმავე სასჯელს იმსახურებს რასაც მემრუშე.

ეკლესიურ ადამიანებს უფრო მეტად ებრძვის ეს ვნება და თუ გაქანების საშუალებას მისცემს მიხვდება თუ როგორ დატოვებს მას საღმრთო მადლი და გაურთულდება მას სულიერი თუ ხორციელი პრობლემა, დასჯის ეს მომენტი შეგნებულ კაცში გამოიწვევს შიშს იმისას რომ არ მისცეს ამ ვნებას გაქანების საშუალება, ძალიან ძნელად დასამარცხებელი ვნებაა, მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, საიდუმლოებებში ხშირი მონაწილეობით შევძლებთ ამ ვნებასთან ბრძოლას. ვასილი ახალის ცხოვრებაში მოთხრობილია ამ წმინდანის სულიერი შვილის თეოდორას გარდაცვალების შემდგომი ხანა, თუ როგორ გადიოდა მისი სული საზვერეებს, როდესაც ნეტარი თევდორას სულმა მრუშობის საზვერეს მიახწია სადაც გარდაცვლილთა წამება ხდებოდა, სიძვითი ოცნებით, ფიქრებით ტკბობისთვის, ურცხვობით ვნებით შეხედვით, მას ის დრო გახსენეს ვისთანაც შესცოდა მან ამ ვნებით, ანგელოზებმა თქვეს: მთელი სამყაროა ჩაძირული ცდუნების სიბილწის ბოროტებაში და ყველა ადმაინი გამოირჩევაო ავხორცობით, ცოტანი თუ იცავენო თავს სიძვის ვნებისგან, ამიტომაც იშვიათად თუ გასცდებიანო მრუშობის საზვერეს, ძალიან ბევრი ახწევსო სიძვის საზვერემდე და იქ იღუპებიანო, აქაურ მწვალებლებს შორის ყველაზე მეტად ჯოჯოხეთს სიძვის დემონები ავსენებენო ადამიანთა სულებით. ერთერთ მონასტერში წინამძღვართან ერთად მისი ახლო ნათესავი ახალგაზრდა მონაზონიც მოღვაწეობა, ის კარგი ზნით კარგი ცხოვრებით გამოირჩეოდა ამიტომაც ბევრს უყვარდა და პატივს სცემდა, ერთხელაც იგი ავად გახდა და გარდაიცვალა, ეკლესიური გაგებით არავინ უნდა იყოს დარწმუნებული თუ სად მოხვდება მიცვალებულთა სული, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველას ეგონა რომ მისი სული სასუფევლის ღირსი გახდებოდა, ერთხელ როდესაც მონასტრის წინამძღვარი ლოცულობდა მას ხილვა ქონდა: და იხილა თავისი ნათესავი როგორ იტანჯებოდა, მისთვის მეტისმეტად მოულოდნელი იყო ეს და როდესაც იკითხა რატომ დაისაჯა იგი ასე პასუხად მიღო: თურმე ახალგაზრდა მონაზონს როდესაც იგი ერში ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი კაცი მოსწონდა და მონასტერში მისვლის შემდეგაც განაგრძობდა მასზე ფიქრს, მასთან ავხორცული ურთიერთობის წარმოდგენით ახელებდა თავის წარმოსახვას თანაც ამ ყველაფერს მალავდა, და მოძღვარს არ ეუბნებოდა, ამ გაუმხელელი ცოდვის გამო კი ჯოჯოხეთში იქნა ჩაგდებული. როგორც ვხედავთ ფიქრით, ოცნებებით, წარმოდგენებით, შეცოდვაც კი დაისჯება თუ არ მოინანიე, ვინც გონებაში უწმინდურ აზრებს გაიჩერებს ის მემრუშეა და დემონი იპყრობს მას. არ უნდა გავიჩეროთ გონებაში ასეთი აზრები და დასაწყისშივე უნდა მოხდეს აღკვეთა, როდესაც შეამჩნევ თავს რომ გიტაცებს ეს ვნება და არაფერს გაკეთებ მის მოსაშორებლად ეს უკვე ცოდვაა, აქ უკვე კაცზეა დამოკიდებული აყვება თუ არა თავის გულის თქმებს, თუ მოინდომებს აუცილებლად მოერევა თავს, ხსნა ერთია: ან მონასტერში წასვლა, ან კიდევ თუ ერში ვართ დავიხრშოთ სმენა და თვალები ყოველგვარი უწმინდურებისაგან, თუნდაც სადმე უნებლიეთ შევესწროთ რაიმე ბილწ საუბარს უნდა განვერიდოთ ან გულში ვილოცოთ: ''უფალო შეგვიწყალენ'' მრუშობის ვნების გახელებას ხელს უწყობს უსაქმურობა, სიმთვრალე, ვინც არ მუშაობს და ბევრიაქ თავისუფალი დრო ხშირად მის გომნებაში ადვილად ახწევს მრუშული წარმოდგენები, დაკავებული კაცი კი საქმეზე ფიქრობს და არააქვს დრო სიძვითი განცდებით დაკავდეს, უსაქმოთა თავშეყრის ადგილებში ხშირად გვესმის ბილთსიტყვაობა, უხამსი სიტყვები, ისტორიები, ისწრაფიან ავხორცულ ჟინის დაკმაყოფილებისკენ, უნდა ვერდიდოთ ასეთ სიტუაციებს, არ უნდა დავდგეთ არ უნდა ვუსმინოთ რადგან მათი ბილწი საქმების თანამონაწილე გავხდებით. ასევე უნდა მოვერიდოთ უხამს ფილმებს, კადრებს თუ რეკლამებს, მრუშული კადრის გამოჩენის თანავე თვალი უნდა ავარიდოთ და თავი უნდა შევიკავოთ ვნებიანი ცქერისგან. რაცარუნდა გამომწვევად ჩაცმული მაცდური არ უნდა დავინახულოთ, უნდა ვერიდოთ ურცხვი ფოტო სურატების თვალეიერებას, ბილწი სტატიუების კითხვას რაც უხვადაა დღევანდელ შესაბრალის პრესაში, მრუშულ შემოტევებს დავამარცხებთ ზომიერი საკვების მიღებით, წმინდა მამათა მიხედვით კარგია მაშინ წამოდგომა როცა ჯერ კიდევ შიმშილს განიცდა გვაქვს, ასევე კარგი საშუალებაა ლოცვა, მარხვა, პირჯვრის ხშირად გადაწერა რწმენით საერთოდ ასუსტებს და განაქარვებს ურცხვი წარმოდგენების მოძალებას .სიძვითი შეგრძნებებს აღვივებს სხვისადმი თავისუფალი მოპყრობა, თამამი კადნიერი ურთიერთობა, უჯერო სიცილი, ხელის გადახვევა, ღლაბუცი, ჩაცმაზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება, ზოგჯერ მრუშულ ვნებას შეხებითაც იკმაყოფილებენ ხალხმრავალ ადგილებში, რასაც მოსდევს აღზნება და დემონური სიამოვნება, წმინდა იოანე კიბის აღმწერელი წერს რომ სხეულის მარტო შეხებითაც წაიბილწება ადამიანი და არარსებობს მასზე საშიში გრძზნობა. ღირსი მამა ნილოსის მიხედვით თუ ვინმესადმი მრუშულ გულისთქმას განცვიცდით ყოველ მხრივ უნდა განვეშოროთ მასთან საუბარს, ერთად ყოფნას, ტანსაცმლის შეხებას და მისგან გამომავალ სურნელსაც კი, გამოსავალია ღვთის დიდი წყალობა და ჩვენი პიროვნული ძალისხმევა, აღსარებაში ღშირად აღნიშვნა, ამით დიდი დარტყმა ადგება სიძვის დემონს, რამდენადაც შესაძლებელია დაწვრილებით მოვყვეთ აღსარებაში, თუ გვრცხვენია შეიძლება წერილობით, მოძღვართან კომპლექსი არ უნდა გვქონდეს, უნდა გვახსოვდეს რომ აღსარებას ვაბარებთ არა მღვდელს არამედ ღმერთს რომელმაც ისედაც ყველაფერი კარგად იცის ჩვენი ცოდვები, მღვდელი ევედრება ღმერთს რომ შეგვინდოს ცოდვები და გვმოძღვრავს როგორ ვებრძოლოთ ცოდვას. მრუშული ვნების შემოტევის ერთერთი წინაპირობა განკითხვაა, ასეთ დროს ზოგჯერ უფალი უშვებს თავად განმკითხველიც დაეცეს რათა განთავისუფლდეს სხვისი გამტყუნებისგან, დაცემის შემდეგ ასეთი ადმიანი უფრო გამგები ხდება სხვისადმი მეტ თანაგრძნობას ამჟღავნებს, რადგან თავის სისუსტის გამოჩენის შემდეგ ნათლად იგრძნობს რომ არავინ არის დაზღვეული ცოდვისგან, ყველა შეილება ჩავარდეს მასში და თუ ვუპირისპირდებით ეს უპირველეს ყოვლისა უფლის წყალობით ხდება და მხოლოდ შემდეგ საკუთარი მწირი შესაძლებლობლებით. მეტად რთულია ბრძოლა მრუშულ ვნებასთან, საკუთარ თავთან ბრძოლა ნელა ნელა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, გმირობაა გამარჯვებას მიახწიო მასთან მაგრამ თუ გვინდა ვიყოთ ნამდვილი ქრითიანები და უფლის ერთგულნი სხვაგვარად არ გამოვა, სასუფევლისაკენ მიმავალი გზა ვიწროა, კარგად უნდა გავიგოთ ეს და ვისწავლოთ ამ ვნებასთან ბრძოლა, ნაბიჯ ნაბიჯ, უფალიც დაგვეხმარება და გადავლახავთ ამ ვნებას, ამ წუთიდან, ამ წამიდან, მთელი არსებით ვებრძოლოთ მას, ღმერთმა შეგვინდოს ის რასაც აქამდე ვერ და არ ვასრულებდით, რასაც არ ვებრძოდით და მოგვცეს ძალა ბრძოლისა, მე ამას ვუსურვებ საკუთარ თავს და ყველას, უფლის იმედი გვქონდეს და ყველაფერი კარგად იქნება.

ავტორი ცოდვილი ღვთის შვილი გიორგი ქურცაძე



0
318
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ჯავახიშვილი
ლაშა ჯავახიშვილი
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0