შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილის ქმრის, ირაკლი კუტალაძის პირადი ფოტოკოლექცია (დაშორდა თუ არა ნინი ქმარს) 2013, 17 მაისი, 0:12 საქართველოში დაბრუნებული ნინი ბადურაშვილი ჭორების ქარ-ცეცხლში გაეხვა. გავრცელებული ხმების თანახმად მომღერალი ქმარს, ირაკლი კუტალაძეს გაშორდა. ამ ჭორებს ნინის ეკრანზე გამოჩენამაც შეუწყო ხელი. ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ ის პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრია. მომღერალმა გავრცელებული ხმები უარყო, არ ვიცი ეს ყველაფერი საიდან მოიტანეს ან ვის რა დავუშავეო. "ჩემზე კარგადაც მღერიან და ჩემზე ლამაზებიც არიან, მაგრამ ალბათ მე ამოჩემებული ვარ"-განაცხადა ნინიმ. ნინის გათხოვება საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავსატეხად იქცა. ზოგს გულით გაეხარდა მომღერლის დაოჯახება, ზოგმა კი ნინი ანგარებიან ქალად მონათლა და მისი გათხოვება ქმრის ქონებას დაუკავშირა. ეს ყველაფერი როდია, ჟურნალმა "რეიტინგმა" წყვილს ურჩხული და მზეთუნახავიც კი უწოდა. უკვე თვეებია უამრავი ბოროტი ჭორი ვრცელდება. ნინიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ირაკლი ჭორებმა ძალიან გაანაწყენა. ის პოპულარული სახე არასდროს ყოფილა, ჭორების ქარ-ცეცხლში არასდროს გახვეულა და ძალიან გაუჭირდა უეცრად ამდენი ბოროტი აზრის მოსმენა, ვერ გაიგო რა დააშავაო. ნინი საქართველოშია, ირაკლი მოსკოვში. მანძილი დიდია, მაგრამ თურმე ირაკლი ხშირად სტუმრობს საქართველოს. მის ფოტოკოლექციას თუ გადავხედავთ შევამჩნევთ, რომ ირაკლი ხშირად პოზიორობს მომხიბვლელ ქალბატონებთან ერთად. სურათებზე ჩვენთვის ბევრი უცხო სახეა, რომლებიც სავარაუდოდ ირაკლის ახლობლები არიან. ვუსურვოთ მას წარმატებები.... 6002 7-ს მოსწონს 1-ს არა
|