სხვა ანჯელინა ჯოლიმ საშინელი ოპერაცია გადაიტანა 2013, 16 მაისი, 16:00 ყველასათვის ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ძალიან ცუდ დღეში იყო. ჯოლიმ აღიარა, რომ მას ორმხრივი მასტექტომია ჩაუტარდა. მსახიობი ორივე მკერდის მოკვეთას, სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადების მაღალი რისკის გამო დათანხმდა.ჯოლიმ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ შვილების გამო დათანმხდა ოპერაციას, მსახიობს სამედიცინო პროცედურები სამი თვის განმავლობაში უტარდებოდა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადების შანსი 87%-დან 5%-მდე შემცირდა.მსახიობმა ბრედს ოფიციალურ განცხადებაში მხარდაჭერისა სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.37 წლის ჯოლიმ აღიარა, რომ ძალიან ეშინოდა და ნერვიულობდა ოპერაციის შედეგზე, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. 93 6-ს მოსწონს
|