x
image
mishoo122
საპატრიარქო მიმართავს მერიას, 17 მაისს „იდენტობის“ აქციაზე გაცემული სანქცია გააუქმოს
imageსაქართველოს საპატრიარქო მიმართავს თბილისის მერიას, 17 მაისს დაგეგმილ, ლგბტ პირების აქციაზე გაცემული სანქცია გააუქმოს.

ამის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. მეუფე იაკობმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა წაიკითხა:"ეს იგივეა, რომ მოგწონდეს ნარკომანის ქმედება და თანაც, ნარკომანიის საყოველთაო აფიშირებას ახდენდე. ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ
უმრავლესობის უფლებების დარღვევას. მათი ტრადიციების სარწმუნოებისა და ზოგადად აზროვნების წესის შეურცხყოფას“,


საპატრიარქომ გუშინ, 15 მაისს, საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც ხელს აწერს ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო , სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია, ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია საქართველოში,
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში და ხსნის არმია საქართველოში.



გთავაზობთ განცხადებას:image

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრესი დასაყრდენია, ხოლო მისი უზრუნველყოფა – საზოგადოებრივი დემოკრატიული პროცესების წარმატებით წარმართვის აუცილებელ პირობას. ეს თავისუფლება ერთის მხრივ ინდივიდის თვითრეალიზაციის საშუალება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო თემებზე აზრის გამოთქმის, დისკუსიების, დებატების გზით შეთანხმების მიღწევისა და საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. დემოკრატიული საზოგადოებისათვის ასევე ფასეულია შეკრებების თავისუფლების უზრუნველყობა, რომელიც გამოხატვის რეალიზების ერთ-ერთი
საშუალებაა.
ამასთან საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს და იგი რიგი პირობების შედეგად შეიძლება შეიზღუდოს. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია თუ სხვა საერთაშორისო დოკუმენტები ამომწურავად მიუთითებენ იმ პირობებს რომლის დროსაც შეიძლება შეზღუდული იყოს იგი. სხვასთან ერთად ესენია უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვა, ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა. ზემოაღნიშნულში ორი ფასეულობის - რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების კონფლიქტიც მოიაზრება.
თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას გადავხედავთ თვალნათლივ დავინახავთ, რომ აქ ერთიანი ევროპული სტანდარტის დადგენილი არ არის. ამის გამო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა თუ მორალურ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საქმეებში ევროპული სასამართლო ყოველთვის ეროვნულ სასამართლოებს უტოვებს შეხედულების საკმაოდ ფართო არეს, რათა მათ საკუთარი ქვეყნის თავისებურებებიდან გამომდინარე დაადგინონ, თუ სად გადის ეს ზღვარი და რას მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესი. და როგორც წესი ეს დავა მორალის, საზოგადოებრივი ზნეობისა თუ რელიგიური გრძნობების სასრგებლოდ წყდება. ამიტომ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ ტრადიციული რელიგიების მიმდევარია, რომლის მოძღვრების მიხედვით ერთსქესიან ადამიანთა სქესობრივი ურთიერთობები ცოდვად მიიჩნევა, 2012 წლის 17 მაისის მსგავს პროპაგანდისტულ აქციებზე საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით გამოხატოს პროტესტი. სამწუხაროდ, გასულ წელს, ჩვენ მომსწრენი გავხდით არაერთი უხამსი და საზოგადოებრივი მორალისათვის შეუფერებელი ქმედებისა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ არასრუსწლოვანთა თვალწინ. იმედია, წელს მსგავს მოვლენებს არ ექნება ადგილი.
ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი. ამასთან, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს საჯაროდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებისა და პროპაგანდისაგან თავი შეიკავონ,
რადგან ამგვარი ქმედება საზოგადოებრივი მორალისათვის არის მიუღებელი.


1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
2. ამიერკავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში
3. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
4. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია
5. ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
6. ევანგელურ–ლუთერანული ეკლესია საქართველოში
7. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
8. მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში
9. ხსნის არმია საქართველოში


შეგახსენებთ: არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი აქციის ჩატარებას გეგმავს.


ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ფართო საზოგადოების ყურადღებას მიაპყრობენ ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის პრობლემას.

0
30
6-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0